ბერგის ვულკანი
თემა
ბერგის ვულკანი | |
---|---|
კოორდინატები: 46°07′ ჩ. გ. 150°09′ ა. გ. / 46.117° ჩ. გ. 150.150° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 980 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2005 (გრძელდება) |
ბერგის ვულკანი (რუს. Вулкан Берга) — მოქმედი სტრატოვულკანი რუსეთში, კუნძულ ურუპზე (კურილის კუნძულები). სიმაღლე 980 მ. მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, კოლოკოლის მთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ში. რთული აღნაგობის სტრატოვულკანია, რომელსაც გააჩნია ცენტრალური ლავური გუმბათი.
ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირდა ძირითადად XX საუკუნეში. უკანასკნელი ამოფრქვევა აღინიშნა 2005 წელს. თანამედროვე დროში ფიქსირდება ფუმაროლური და თერმული აქტიურობა.
ვულკანს სახელი ეწოდა ცნობილი გეოგრაფისა და ბიოლოგის ლევ ბერგის (1876-1950) პატივსაცემად.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კურილის კუნძულების აქტიური ვულკანები. მოკლე აღწერა დაარქივებული 2009-07-04 საიტზე Wayback Machine.
- Global Volcanism Program — Kolokol