ბერგის ვულკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერგის ვულკანი
კოორდინატები: 46°07′ ჩ. გ. 150°09′ ა. გ. / 46.117° ჩ. გ. 150.150° ა. გ. / 46.117; 150.150
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 980 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2005 (გრძელდება)
ბერგის ვულკანი — რუსეთი
ბერგის ვულკანი
ბერგის ვულკანი — კურილის კუნძულები
ბერგის ვულკანი

ბერგის ვულკანი (რუს. Вулкан Берга) — მოქმედი სტრატოვულკანი რუსეთში, კუნძულ ურუპზე (კურილის კუნძულები). სიმაღლე 980 მ. მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, კოლოკოლის მთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ში. რთული აღნაგობის სტრატოვულკანია, რომელსაც გააჩნია ცენტრალური ლავური გუმბათი.

ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირდა ძირითადად XX საუკუნეში. უკანასკნელი ამოფრქვევა აღინიშნა 2005 წელს. თანამედროვე დროში ფიქსირდება ფუმაროლური და თერმული აქტიურობა.

ვულკანს სახელი ეწოდა ცნობილი გეოგრაფისა და ბიოლოგის ლევ ბერგის (1876-1950) პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]