აჰალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰალია

აჰალია (სანს. Ahalya) — ღვთაებრივი ბრძენის (რიშის) გაუტამას ცოლი ინდურ მითოლოგიაში. ღმერთთა ღმერთმა ინდრამ ისარგებლა ქმრის არყოფნით, გაუტამას სახელით გამოეცხადა და ქალთან დაწვა, როგორც ზევსი ამფიტრიონის ცოლ ალკმენესთან. გაუტამამ დაწყევლა ინდრა, რომელმაც მამაკაცობა დაკარგა, მოღალატე ცოლი კი ქვად გადაიქცა. შემდეგ ღმერთებმა ინდრას ვერძის საკვერცხეები ჩუსვეს, აჰალიას კი მოხეტიალე რამამ ფეხი ჰკრა და კვლავ ქალად აქცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 96, თბილისი, 1983,