ალკმენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალკმენე (ბერძნ. Ἀλκμήνη) — იფიკლეს და ჰერაკლეს დედა. ჰერაკლე შეეძინა ზევსისგან. იფიკლე კი ჰყავდა კანონიერი მეუღლისაგან — ამფიტრიონისაგან. ზევსის სურვილისამებრ სიკვდილის შემდეგ გადაიტანეს ელისიაში, მკვდრეთით აღადგინეს და დააქორწინეს რადამანთისზე. როგორც ჰერაკლიდების გვარის ფუძემდებელს, ალკმენეს ხშირად უმღეროდნენ პოეტები.