არჩიბელები
არჩიბელები (საკუთარი სახელწოდება — аршишттиб არშიშტუბ) — დასავლეთ დაღესტნის მცირერიცხოვანი ხალხი, დაახლოებით 1 200 კაცი (2006).[1] ცხოვრობენ სოფელ არჩიბში და ჭარადის რაიონის ზოგიერთ სოფელში. ლაპარაკობენ არჩიბულ ენაზე. მორწმუნენი სუნიტი მუსლიმანები არიან. არჩიბელების ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა (უმთავრესად მეცხვარეობა). მოჰყავთ ქერი და ხორბალი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. I, თბ., 1975. — გვ. 614.