არჩიბელები
იერსახე
არჩიბელები (საკუთარი სახელწოდება — аршишттиб არშიშტუბ) — დასავლეთ დაღესტნის მცირერიცხოვანი ხალხი, დაახლოებით 1 200 კაცი (2006).[1] ცხოვრობენ სოფელ არჩიბში და ჭარადის რაიონის ზოგიერთ სოფელში. ლაპარაკობენ არჩიბულ ენაზე. მორწმუნენი სუნიტი მუსლიმანები არიან. არჩიბელების ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა (უმთავრესად მეცხვარეობა). მოჰყავთ ქერი და ხორბალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 614.