ანხესენპეპი II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანხესენპეპი II და პეპი II.

ანხესენპეპი II, ანხნესმერირა II, ანეხნეს-მერირა — ფარაონ პეპი I-ის მეორე ცოლი, პეპი II-ისა და პირველი ეგვიპტელი ქალი-ვეზირის ნებეტის დედა.

პეპის მეფობა დაიწყო სკანდალით. ფარაონმა ბრძანა ყველა ქვიდან წაეშალათ მისი პირველი ცოლის სახელი. ფარაონი დაქორწინა მეორედ ანხესენპეპიზე. აღმოჩენილია ქანდაკება, სადაც თავისი პატარა შვილი უზის მუხლებზე. პეპი II ტახტზე ასვლის დროს დაახლოებით 6 წლის იყო და დედამისმა აიღო მეფობა თავის თავზე და გახდა მისი რეგენტი. გარდაცვალების შემდეგ ანხესენპეპის აუშენეს პირამიდების კომპლექსი. მისი დასახიჩრებული და თავმოჭრილი მუმია აღმოაჩინეს სრულიად გაძარცვულ პირამიდაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • A. Labrousse and J. Leclant, "Une épouse du roi Mérenrê Ier: la reine Ankhesenpépy I", in M. Barta (ed.), Abusir and Saqqara in the Year 2000, Prague, 2000
  • Aidan Dodson & Dyan Hilton: The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson, 2004, ISBN 0-500-05128-3
  • Grajetzki, Ancient Egyptian Queens: A Hieroglyphic Dictionary, Golden House Publications, London, 2005, ISBN 978-0-9547218-9-3