აბერისტუითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
აბერისტუითი
ინგლ. Aberystwyth
უელს. Aberystwyth
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
კოორდინატები 52°25′00″ ჩ. გ. 4°04′00″ დ. გ. / 52.41667° ჩ. გ. 4.06667° დ. გ. / 52.41667; -4.06667
მმართველი Joseph Barclay Jenkins, George Fossett Roberts, Thomas Owen Morgan და Evan Hugh James
დაარსდა 1109
ფართობი 531.81 ჰექტარი
მოსახლეობა 13 040 (2011)[1]
სატელეფონო კოდი 01970
საფოსტო ინდექსი SY23
ოფიციალური საიტი https://www.aberystwyth.gov.uk/
აბერისტუითი — გაერთიანებული სამეფო
აბერისტუითი

აბერისტუითი (ინგლ. Aberystwyth) — ქალაქი დიდ ბრიტანეთში, დასავლეთ უელსში, კარდიგანის ყურის (ირლანდიის ზღვის ნაწილი) ნაპირზე. კერედიგიონის საგრაფოს უდიდესი დასახლებული პუნქტი და ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა (2011): 13.040.

ქალაქი გაშენებულია XII საუკუნეში ნორმანების მიერ კლდოვან კონცხზე აგებული ციხესიმაგრის ირგვლივ. მოგვიანებით უელსის მთავარი სანავსადგურო ქალაქი და ერთდროს აქტიურად მომუშავე ტყვიის საბადოების საექსპორტო ცენტრი იყო. დღეისათვის პორტი აქტიურად აღარ გამოიყენება. ქალაქი უელსური კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი, საუნივერსიტეტო ქალაქი და საზღვაო კურორტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.nomisweb.co.uk/reports/localarea?compare=W04000359