აბერისტუითი
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
აბერისტუითი ინგლ. Aberystwyth უელს. Aberystwyth | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 52°25′00″ ჩ. გ. 4°04′00″ დ. გ. / 52.41667° ჩ. გ. 4.06667° დ. გ. |
მმართველი | Joseph Barclay Jenkins, George Fossett Roberts, Thomas Owen Morgan და Evan Hugh James |
დაარსდა | 1109 |
მოსახლეობა | 13 040 (2011) |
სატელეფონო კოდი | 01970 |
საფოსტო ინდექსი | SY23 |
ოფიციალური საიტი | https://www.aberystwyth.gov.uk/ |
აბერისტუითი (ინგლ. Aberystwyth) — ქალაქი დიდ ბრიტანეთში, დასავლეთ უელსში, კარდიგანის ყურის (ირლანდიის ზღვის ნაწილი) ნაპირზე. კერედიგიონის საგრაფოს უდიდესი დასახლებული პუნქტი და ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა (2011): 13.040.
ქალაქი გაშენებულია XII საუკუნეში ნორმანების მიერ კლდოვან კონცხზე აგებული ციხესიმაგრის ირგვლივ. მოგვიანებით უელსის მთავარი სანავსადგურო ქალაქი და ერთდროს აქტიურად მომუშავე ტყვიის საბადოების საექსპორტო ცენტრი იყო. დღეისათვის პორტი აქტიურად აღარ გამოიყენება. ქალაქი უელსური კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი, საუნივერსიტეტო ქალაქი და საზღვაო კურორტია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აბერისტუითი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)