X-ქრომოსომის ინაქტივაცია
Jump to navigation
Jump to search

მდედრი კატების კუსებრი შეფერილობა X-ქრომოსომის ინაქტივაციის ნათელი მაგალითია. ბეწვის შეფერილობის გენის შავი და ნარინჯისფერი ალელები X-ქრომოსომაში მდებარეობენ. ბეწვის კონკრეტული უბნის შეფერილობა განისაზღვრება იმით, თუ გენის რომელი ალელია აქტიური მოცემულ უბანში.
X-ქრომოსომის ინაქტივაცია (ინგლ. X-inactivation, lyonization) — პროცესი, რომლის დროსაც მდედრი ძუძუმწოვრების უჯრედებში ინაქტივირდება X-ქრომოსომის ორი ასლიდან ერთ-ერთი. არააქტიური X-ქრომოსომის დნმ იფუთება ტრანსკრიპციურად არააქტიურ ჰეტეროქრომატინში.
X-ქრომოსომის ინაქტივაცია მდედრი ძუძუმწოვრების უჯრედებში ხდება იმიტომ, რომ X-ქრომოსომების ორი ასლიდან არ წარმოიქმნას შესაბამისი გენების ორჯერ მეტი პროდუქტი, ვიდრე მამრ ძუძუმწოვრებშია. ამგვარ პროცესს ეწოდება გენების დოზური კომპენსაცია. პლაცენტარულებში X-ქრომოსომის არჩევა, რომელიც უნდა ინაქტივირდეს, შემთხვევითია. ინაქტივირებული X-ქრომოსომა არააქტიური რჩება ყველა შემდგომ შვილობილ უჯრედში, რომლებიც გაყოფის შედეგად წარმოიქმნება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Huynh KD, Lee JT (2005). "X-chromosome inactivation: a hypothesis linking ontogeny and phylogeny". Nature Rev Genet 9 (5): 41–8. . PMID 15818384.
- X-inactivation as a possible cause for autoimmunity
- Goto T, Monk M (1 June 1998). "Regulation of X-chromosome inactivation in development in mice and humans" (Review Article). Microbiol Mol Biol Rev 62 (2): 362–78. PMID 9618446. http://mmbr.asm.org/cgi/content/full/62/2/362?view=long&pmid=9618446. წაკითხვის თარიღი: 2009-03-18.
- Lyon M (2003). "The Lyon and the LINE hypothesis" (Review Article). Semin Cell Dev Biol 14 (6): 313–8. . PMID 15015738.
- Ng K, Pullirsch D, Leeb M, Wutz A (2007). "Xist and the order of silencing" (Review Article). EMBO Rep 8: 34–9. . PMC 1796754. PMID 17203100. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1796754/.