Upwork

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Upwork Global Inc.
საიტი Upwork.com
რეგისტრაცია აუცილებელი,
უფასო
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
მფლობელი Upwork Global Inc.
შემქნელი Stephane Kasriel (CEO),
Thomas Layton (Chairman)
გაეშვა 2015

Upwork, ყოფილი Elance-oDesk — პლატფორმა, სადაც, დისტანციურად ხდება დამქირავებლებისა და დამოუკიდებლად მომუშავე ადამიანების (Freelancers) დაკავშირება და თანამშრომლობა. 2015 წელს დაარსებული კომპანია Elance-oDesk რებრენდინგის შემდეგ გადაკეთდა Upwork-ად, რომლის სრული სახელი არის Upwork Global Inc.[1] კომპანია დაფუძნებულია სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში.[2]
Upwork-ზე დარეგისტრირებულია თორმეტი მილიონი დამოუკიდებლად მომუშავე ადამიანი და ხუთი მილიონი რეგისტრირებული დამქირავებელი.[3][4] დაახლოებით, სამი მილიონი ვაკანსია ქვეყნდება ყოველწლიურად და Fiverr-თან ერთად არის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა დამოუკიდებელი მომუშავეებისთვის.[5][6][7]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Elance დაარსდა 1999 წელს Beerud Sheth-ის, Srini Anumolu-ის და Sanjay Noronha-ის მიერ,[8] oDesk კი, 2003 წელს[9] Odysseas Tsatalos-ის და Stratis Karamanlakis-ის მიერ.[10] Upwork ჩამოყალიბდა 18 თვის შემდეგ. 2013 წლის 18 დეკემბერს Elance-მა და oDesk-მა განაცხადეს მათი გაერთიანების შესახებ.[11]
2017 წლის მონაცემებით Upwork-ს ჰყავს 14 მილიონი მომხმარებელი, 180 ქვეყნიდან, 1 მილიარდი დოლარის წლიური ბრუნვა.[12][13]

პლატფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Upwork დამქირავებელს აძლევს საშუალებას თავისუფალ მომუშავესთან ქონდეს მიმოწერა, ნახოს სამსახურის მაძიებლის, თავისუფლად მომუშავის წინა პროექტები, სხვა უნარ-ჩვევები, რომელიც წინასწარ აქვს მითითებული მომხმარებელს. ასევე, შეთანხმდნენ სამუშაოს დროსა და თანხაზე.[14]
პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს დროის აღმრიცხველ პროგრამას, რომელიც ითვლის მუშაობის დროს, მუშაობის აქტივობას და გარკვეული დროის განმავლობაში, პროგრამა მონიტორს უღებს ეკრანის ფოტოს.[15]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. tTechcrunch.com
  2. Forbes.com
  3. Two Pakistani organizations selected for Upwork Social Impact Program. ციტირების თარიღი: 2017-07-28
  4. „What's a workforce marketplace? How work will get done in the future | Networks Asia“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-04. ციტირების თარიღი: 2018-12-21.
  5. Tech in Asia - Connecting Asia's startup ecosystem.
  6. „Elance-oDesk Becomes 'Upwork' In Push To Build $10B In Freelancer Revenues“.
  7. Eight Months After Merger, Elance-oDesk Raises Another $30 Million Led By Benchmark. ციტირების თარიღი: May 17, 2016
  8. Robert J. Laubacher. The Dawn of the E-Lance Economy. Harvard Business Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2010-12-25
  9. California Secretary of State. Corporate filing date 1/27/2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 March 2015. ციტირების თარიღი: 22 June 2014
  10. „The story behind launching oDesk - with Gary Swart - Mixergy“.
  11. „Elance Merges With oDesk to Boost Service for Freelancers“.
  12. Snagajob Appoints Former Upwork CEO to Board of Directors. ციტირების თარიღი: 2017-07-28
  13. TechDay - Upwork's SVP of Marketing Explains What It Takes To Perfect An Offering That Relies On People. ციტირების თარიღი: 2017-07-28
  14. https://techcrunch.com/2015/05/05/elance-odesk-rebrands-as-upwork-debuts-slack-like-chat-platform/
  15. Big Brother in the Home Office.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Upwork&oldid=4212109“-დან