USS Bulkeley (DDG-84)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
USS Bulkeley (DDG-84)
USS Bulkeley DDG-84.jpg
ძირითადი ინფორმაცია
ტიპი სამხედრო გამანადგურებელი
სახელმწიფო დროშა აშშ-ის დროშა აშშ
დევიზი Freedom's Torch
პორტი ნორფოლკის საზღვაო ბაზა ვირჯინიის შტატი
კუთვნილება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები
ნავსადგური Ingalls Shipbuilding
წყალში ჩაეშვა 21 ივნისი, 2000
ექსპლუატაციაში შევიდა - დღემდე
პარამეტრები
სიგრძე 155,30 მ
სიგანე 20 მ
ტექნიკური მაჩვენებლები
ძალისმიერი დანადგარი 4 × General Electric LM2500-30 gas turbines, 2 shafts, 100,000 shp (75 MW)
სიჩქარე 30+ კვანძი
ეკიპაჟი 380
შეიარაღება
არტილერია 1 x 32 cell, 1 x 64 cell Mk 41 vertical launch systems, 96 x RIM-66 SM-2, BGM-109 Tomahawk or RUM-139 VL-Asroc, missiles

1 x 5/62 in (127/62 mm), 2 x 25 mm, 4 x 12.7 mm guns, 2 x Phalanx CIWS 2 x Mk 46 triple torpedo tubes

საზენიტო შეიარაღება 2 x SH-60 Sea Hawk helicopters

USS Bulkeley (DDG-84) — არლი-ბიორკის კლასის გამანადგურებელი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში. სახელი ეწოდა ვიცე-ადმირალ ჯონ დი ბალკლის პატივსაცემად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დიდების მედლის მფლობელი იყო.

Bulkeley-მშენებლობა 1999 წლის 10 მაისს დასრულდა Ingalls Shipbuilding-ის გემთსაშენში და გაეშვა 2000 წლის 21 ივნისს, მისისიპის შტატის ქალაქ პასკაგულაში. ექსპლუატაციაში შევიდა 2001 წლის 8 დეკემბერს. ამჟამად მისი მშობლიური პორტია ნორფოლკის საზღვაო ბაზა ვირჯინიის შტატში.

2011 წლის თებერვალში Bulkeley ჩართული იყო ამერიკის ოთხი მოქალაქის გადარჩენის ოპერაციაში იახტა Quest-ზე, რომელიც სომალელ მეკობრეებს ჰყავდათ დატყვევებული.[1]

2011 წლის 5 მარტს Bulkeley ასევე ჩართული იყო იაპონურ ნავთობტანკერ MV Guanabara-ს გადარჩენის ოპერაციაში ომანის სანაპიროსთან, რომელსაც ასევე სომალელი მეკობრეები უტევდნენ. Bulkeley-ს ეხმარებოდა Combined Task Force 151-ის ძალები.[2] სამი მეკობრე შეიპყრეს და იაპონიაში წაიყვანეს, მეოთხე კი გაათავისუფლეს, რადგან ის არასრულწლოვანი აღმოჩნდა.[3]

2011 წლის 16 მაისს Bulkeley გამოეხმაურა უბედურების საერთაშორისო სიგნალს, რომელიც პანამის დროშის ქვეშ მცურავი საკმაოდ დიდი ზომის გადამზიდავ Artemis Glory-დან მოდიოდა. აღმოჩნდა, რომ ოთხი კაცის მიერ მართული მეკობრეთა პატარა ზომის ხომალდი Artemis Glory-ს ცეცხლს უშენდა. მეკობრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ვერტმფრენსაც, თუმცა საბოლოოდ ამ უკანასკნელის შეიარაღებამ ისინი გაანიეტრალა და ვერტმფრენი ყოველგვარი დაზიანების გარეშე გადარჩა.[4]

2011 წლის 15 ივლისს Bulkeley ნორფოლკში დაბრუნდა. არსებობის მანძილზე, მის მიერ ჩატარებული ოპერაციების დროს დატყვევებულ იქნა 75 სომალელი მეკობრე და ყუმბარებით შეტევები მიიტანა ლიბიის ხელისუფლებაზე.[5]

2013 წლის 10 აგვისტოს Bulkeley საქართველოში, ბათუმის პორტში შევიდა.[6] საქართველოს სანაპირო დაცვის ორ კატარღასთან ერთად მან ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. 11 აგვისტოს გემს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრნენ.[7]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.msnbc.msn.com/id/41715530/ns/world_news-africa/t/four-american-hostages-killed-somali-pirates/
  2. U.S. Navy frees ship from suspected Indian Ocean pirates. CNN (6 March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 7 March 2011.
  3. „3 pirates indicted over attack on Japan-run tanker in Indian Ocean“. Japan Today. 1 April 2011. ციტირების თარიღი: 3 April 2011.
  4. http://combinedmaritimeforces.com/2011/05/17/uss-bulkeley-protects-mv-artemis-glory-from-pirate-attack/
  5. Wilson, Todd Allen, "USS Enterprise Returns To Norfolk", Newport News Daily Press, 16 July 2011.
  6. ამერიკული სამხედრო ხომალდი ოთხი დღით ბათუმს სტუმრობს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-07. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
  7. პრეზიდენტი და პრემიერი ამერიკულ ხომალდზე იმყოფებიან