Toon Boom Animation

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Toon Boom Animation Inc.
ტიპი კერძო კომპანია
დაფუძნდა 1994; 24 წლის წინ (1994)
მდებარეობა მონრეალი, კვებეკი, კანადა
დარგი პროგრამული უზრუნველყოფა
პროდუქცია ანიმაციისა და კადრირების მოსამზადებელი პროგრამები

Toon Boom Animation Inc.კანადური კომპანია, ორიენტირებული ანიმაციის შესაქმნელი პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაზე. დაარსდა 1994 წელს და მდებარეობს მონრეალში. აწარმოებს პროდუქციას, რომელიც განკუთვნილია კინოფილმებისათვის, ტელევიზიისათვის, ვებ-ანიმაციისათვის, თამაშებისათვის, მობილური მოწყობილობებისათვის და სავარჯიშოდ. 2005 წელს Toon Boom-ს მიენიჭა ემის ჯილდო ინჟინერული ტექნოლოგიების სფეროში.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიის პროდუქციას იყენებს უამრავი ადამიანი, ცალკეული ანიმატორებიდან სასწავლო დაწესებულებებამდე. ზოგიერთი ცნობილი მომხმარებელია: უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდია და Walt Disney Television Animation, Nelvana, Warner Bros. Animation, Walking the Dog, Mercury Filmworks, China Central Television, Toonz India Ltd, eMation, Rough Draft Korea, Alphanim, 2d3D Animations, Cromosoma და Enarmonia.

2006 წელს კვებეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფედერაციამ (FIQ) კომპანიას მიანიჭა ჯილდო OCTAS მულტიმედიური ტექნოლოგიების სფეროში. 2007 წელს პროგრამას Toon Boom Storyboard Pro მიენიჭა საუკეთესო ტექნოლოგიური სიახლის წოდება. 2008 წელს პროგრამას Flip Boom მიენიჭა მშობელთა არჩევანის ოქროს ჯილდო. 2009 წელს იგივე პროგრამას გამოცემის ’საბავშვო ტექნოლოგიათა მიმოხილვა’ მიერ მიმომხილველთა არჩევანის სტატუსი მიენიჭა. 2010 წელს Flip Boom-ს მიენიჭა მშობელთა არჩევანის ვერცხლის ჯილდო.

პროდუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Toon Boom Opus (1996-2008) - ყოფილი USAnimation, გამოიყენებოდა ტრადიციული ანიმაციის ინდუსტრიაში
  • Tic Tac Toon (1996-2001) - ჩაენაცვლა Toon Boom Studio.
  • Toon Boom Studio (2001-2015) - გათვლილი ინდივიდუალებზე. ჩაენაცვლა Toon Boom Harmony Essentials.
  • Toon Boom Concerto (2004-2005)
  • Toon Boom Solo (2005-2007) - გათვლილი მცირე სტუდიებზე. ჩაენაცვლა Toon Boom Digital Pro.
  • Toon Boom Digital Pro (2007-2009) - ჩაენაცვლა Toon Boom Animate Pro.
  • Toon Boom Pencil Check Pro (2008-2014) - კონტურების შესამოწმებელი პროგრამული უზრუნველყოფა.
  • Toon Boom Animate (2008-2015) - გათვლილი პროფესიონალურ ანიმატორებზე, სტუდიებზე, სტუდენტებზე და პედაგოგებზე. ჩაენაცვლა Toon Boom Harmony Advanced.
  • Toon Boom Manager (2009-2014) - წარმოების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა ინდუსტრიისთვის.
  • Toon Boom Animate Pro (2009-2015) - გათვლილი სტუდიებზე და ფრილანსერებზე.
  • Flip Boom-ის ხაზი (წარმოება შეწყდა 2014 წელს) - დამწყებებისთვის.
  • Garfield's Comic Boom (წარმოება შეწყდა 2014 წელს) - კომიქსების შესაქმნელი პროგრამული უზრუნველყოფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]