Tokyo Ghoul

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Tokyo Ghoul
トーキョーグール
(ტოკიოს ალგული)
ჟანრი დრამა, ფენტეზი, საშინელებათა
მანგა
Tokyo Ghoul
ავტორი სუი იშიდა
გამომცემელი Shueisha
ჟურნალი Weekly Young Jump
ანიმე
Tokyo Ghoul
რეჟისორი შუჰეი მორიტა
სტუდია Pierrot
მანგა
Tokyo Ghoul:re
ავტორი შინ ტოვადა
ილუსტრატორი სუი ისიდა
გამომცემელი Shueisha
ორიგინალური ვიდეო ანიმაცია
Tokyo Ghoul [Jack]
რეჟისორი სოიჩი შიმადა
სტუდია Pierrot
გამოსვლის თარიღი 30 სექტემბერი, 2015
ორიგინალური ვიდეო ანიმაცია
Tokyo Ghoul: PINTO
რეჟისორი ტადაჰიტო მაცუბაიაში
სტუდია Pierrot
გამოსვლის თარიღი 25 დეკემბერი, 2015
მანგა
Tokyo Ghoul:re
ავტორი სუი ისიდა
გამომცემელი Shueisha
ჟურნალი Weekly Young Jump
ანიმე
Tokyo Ghoul √A
რეჟისორი შუჰეი მორიტა
სტუდია Pierrot

Tokyo Ghoul (ტოკიოს ალგული) — სუი იშიდას მანგა. იბეჭდებოდა შუშეიას ყოველკვირეულ გაზეთში 2011 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე. 2014 წლის აგვისტოსთვის დააგროვა 14 ტანკობონი . მისი გაგრძელებაა Tokyo Ghoul:re, რომელიც გამოუშვა იმავე მაღაზიამ 2014 წლის ოქტომბერში და ასევე წინარეისტორია Tokyo Ghoul [Jack].

12-სერიიანი ანიმეს, Peirrot-ის ადაპტაცია გადიოდა Tokyo mx-ზე, 2014 წლის ივლისიდან სექტემბრამდე. 12-სერიიანი მეორე სეზონი, Tokyo Ghoul √A, რომელშიც მთავარი ისტორიის გაგრძელებაა, გამოვიდა 2015 წლის 8 იანვარს და დამთავრდა 2015 წლის 26 მარტს. ანიმეს მესამე სეზონი დამტკიცებულია, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ არის გამოსვლის თარიღის შესახებ. ჩრდ. ამერიკაში, Viz media უშვებს მანგას, Funimation-ს კი აქვს ლიცენზია ინტერნეტსა და ტელევიზიაში მის საჩვენებლად. 2016 წლის ივნისისთვის გამოცემული იყო მანგის 18 მილიონი ერთეული.

2016 წლის ივნისში დაანონსდა კინოფილმი, რომელიც 2017 წლის 29 ივლისს გამოვიდა.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოკიოს ალგული არის ალტერნატიული რეალობა, სადაც ალგულები არიან ინდივიდები, რომლებსაც გადარჩენა შეუძლიათ მხოლოდ ადამიანის ხორცის ჭამით, ისინი ცხოვრობენ ადამიანებს შორის მალულად, მალავენ ნამდვილ სახეს, რომ მოერიდონ ხელისუფლების მხრიდან დევნას. გაუმჯობესებული სისწრაფის, მგრძნობელობისა და რეგენერაციული უნარის გარდა, ჩვეულებრივი ალგული რამდენჯერმე ძლიერია ადამიანზე, აქვთ კანის გამძლეობა ჩვეულებრივი ცივი იარაღების მიმართ და აქვთ სულ მცირე ერთი სპეციალური სანადირო ორგანო კაგუნე, რომელსაც შეუძლია შექმნას და გამოიყენოს იარაღი ბრძოლის დროს. მათი კიდევ ერთი გამოკვეთილი თვისებაა აღტაცების დროს ორივე თვალის სკლერის გაშავება და თვალის ფერადი გარსის გაწითლება. ნახევრად ალგულის შემთხვევაში მხოლოდ ერთი თვალი განიცდის ამ ცვლილებას.

ნახევრად ალგული შეიძლება ბუნებრივად გაჩნდეს ადამიანსა და ალგულს შორის, ან ხელოვნურად სხვადასხვა ალგულის ორგანოების გადანერგვის შემდეგ ადამიანში. ორივე შემთხვევაში ალგული უფრო ძლიერია ვიდრე სუფთა სისხლის. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ნახევრად ადამიანებს, ალგულებისა და ადამიანების ჰიბრიდს, შეუძლიათ კვება ნორმალური ადამიანებივით და აგრეთვე მათ არ გააჩნიათ კაგუნე, მაგრამ ამავდროულად ფლობენ გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს, შემოკლებული სიცოცხლის ხანგრძლივობით. ალგულებზე სანადიროდ შეიქმნა რამდენიმე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტი გვიამბობს ისტორიას კენ კანეკის შესახებ, რომელიც გადაურჩა სასიკვდილო შეხვედრას რიზე კამიშიროსთან. პაემანზე რიზე აჩვენებს მის ნამდვილ სახეს როგორც ალგული და ცდილობს მის შეჭმას. კანეკი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში. გამოჯანმრთელების შემდეგ კანეკი აღმოაჩენს, რომ მას ჩაუტარდა ოპერაცია, რამაც ის ნახევრად ალგულად გადააქცია. ეს მოხდა, რადგან მას რამდენიმე რიზეს ორგანო გადაუნერგეს სხეულში და ახლა, როგორც ჩვეულებრივი ალგულები, მანაც უნდა ჭამოს ხორცი რომ გადარჩეს. ალგულები, რომლებიც მართავენ ყავის კაფეს სახელად "ANTEIKU"-ს შეიფარებენ მას და ასწავლიან თუ როგორ გაუმკლავდეს მის ახალ ცხოვრებას. მისი ყოველდღიური პრობლემები მოიცავს ალგულების საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებასა და ასევე ადამიანი კომპანიონებისაგან სიმართლის დამალვას.

წინარეისტორია ტოკიოს ალგული ჯეკი მოგვითხრობს, კიშო არიმას და ტაიში ფურას ახალგაზრდობას. ეს ორი პერსონაჯი ერთმანეთს იცნობს, როდესაც ისინი ერთიანდებიან, იმისათვის რომ გამოიძიონ ტაიშის მეგობრის სიკვდილის საქმე, რომელიც ალგულმა ჩაიდინა, რაც საბოლოოდ ტაიშის და არიმას აერთიანებს და ისინი უერთდებიან სსგ-ს (ალგულების საწინაამღდეგო კომისია ), ფედერალურ სააგენტოს, რომლის დანიშნულებაა დანაშაულის გამოძიება, რომლებიც ალგულებთან კავშირში.

ისტორიის გაგრძელება ტოკიოს ალგული :რე მოგვითხრობს, ამნეზიის მქონე კანეკის ახალი იდენტობის ჰაისე სასაკის ისტორიას, ლიდერი სპეციალური გუნდის სსგ-ში, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ "Quinx Squad", რომლებმაც გაიარეს იმავე პროცედურა რაც ჰაისემ, რაც მათ საშუალებას აძლევს გამოიყენონ ალგულების შესაძლებლობები, რათა ებრძოლონ მათ, მაგარამ ცხოვრობენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები.

მედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოკიოს ალგული შეიქმნა როგორც მანგა, დაწერილი და დახატული სუი ისიდას მიერ. მან დაიწყო მისი სერიალიზაცია 2011 წელს ორმოცდამეერთე ყოველკვიური ჟურნალის გამოცემაში, გამოქვეყნებულ იქნა შუეიშას მიერ 2011 წლის 8 სექტემბერს[1] და საბოლოო თავი გამოქვეყნდა ორმოცდამეორე გამოცემაში, 2014 წლის 18 სექტემბერს.[2][3] სერიები გაერთიანდა 14 ტანკობონში, გამოშვებული შუეიშას Young Jump Comics-ის მიერ 2012 წლის თებერვალს შორის.[4] Viz Media-მ შეიძინა ლიცენზია ინგლისური გამოშვებისთვის და პირველად იგი გამოვიდა 2015 წლის 16 ივნისს.[5]

2013 წლის აგვისტოს მანგის წინარეისტორია სახელად ტოკიოს ალგული ჯეკი გამოვიდა Jump Live digital-ის შეხვედრაზე. ისტორია შედგება 7 თავისაგან და გვიამბობს ამბავს კიშო არიმას და ტაიში ფურას შესახებ. მოქმედება ხდება ტოკიოს ალგულის ამბებიდან 10 წლით ადრე. მანგა გვიხასიათებს რამდენიმე პერსონაჟს მთავარი სეერიებიდან, მაგალითად: ზემოთხსენებული კიშო არიმა, ტაიში ფურა და მომავალ პერსონაჟებს, როგორებიც არიან იცუკი მარუდე და იაკომო „იამორი“.

2014 წლის 17 ოქტომბერს გამოიცა მთლიანად გაფერადებული წიგნი, ცნობილი როგორც ტოკიოს ალგული ზაკი მეთოტხმეტე და საბოლოო მანგის თავთან ერთად. ზაკი მოიცავს სარეკლამო პოსტერებს, თავების ფონებს და გამოუქვეყნებელი სუი ისიდას ნამუშევრებს.

გაგრძელება ტოკიოს ალგული :რე სერიალიზაციას იწყებს 2014 წლის ორმოცდამეექვსე ყოველკვიურ გამოშვებში, გამოქვეყნდა 2014 წლის 16 ოქტომბერს.[6] სერიებში მოქმედება ხდება 2 წლის შემდეგ ორიგინალი მანგის დასასრულიდან და წარმოგვიჩენს ახალ პერსონაჟებს.[7]

ანიმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 სერიიანი ადაპტაცია Peirrot-ის მიერ გადიოდა Tokyo MX-ზე 4 ივლისიდან 19 სექტემბრამდე, 2014 წელს.[3][8][9][10] შესავალი სიმღერა შესრულებულია TK-ს მომღერალი ტოშიტე სიგურეს მიერ, დასასრულის სიმღერა „მლოცველები“ კი შესრულებულია People In The Box-ის მიერ. Funimation-მა შეიძინა ლიცენზია ანიმეს გაშვებისთვის და სახლის პირობებში ყურებისთვის ჩრდილოეთი ამერიკაში.[11] მეორე სეზონი გამოდიოდა 2015 წლის 9 იანვრიდან 27 მარტამდე.[12][13] შესავალი სიმღერა „არასრულყოფილება“ შესრულებულია Osterreich-ის მიერ, ხოლო დასასრულის სიმღერა "სეზონები კვდებიან ერთი მეორეს მიყოლებით" შესრულებულია Amazarashi-ის მიერ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 人を捕食する怪人描く新連載「東京喰種」がヤンジャンで (in Japanese). Natalie.mu. September 8, 2011. Retrieved September 12, 2014.
  2. "Tokyo Ghoul Manga to End This Month". Anime News Network. September 12, 2014. Retrieved September 12, 2014.
  3. 3.0 3.1 石田スイ「東京喰種」完結、最終巻は10月に (in Japanese). Natalie.mu. September 18, 2014. Retrieved September 18, 2014.
  4. 東京喰種 1―トーキョーグール (ヤングジャンプコミックス) (in Japanese). Amazon.co.jp. Retrieved September 12, 2014.
  5. "Tokyo Ghoul, Vol. 1". Amazon.com. October 9, 2014. Retrieved 2015-01-13.
  6. 石田スイ新連載は喰種の新章、アニメ2期も (in Japanese). Natalie.mu. October 11, 2014. Retrieved October 13, 2014.
  7. "Tokyo Ghoul:re Manga Changes Main Character". Anime News Network. October 11, 2014. Retrieved October 13, 2014
  8. "Oscar Nominee Morita Helms Tokyo Ghoul Anime at Pierrot". Anime News Network. February 22, 2014. Archived from the original on February 28, 2014. Retrieved February 22, 2014.
  9. "Natsuki Hanae, Sora Amamiya, Kana Hanazawa Lead Tokyo Ghoul Anime's Cast". Anime News Network. March 15, 2014. Archived from the original on April 14, 2014. Retrieved March 15, 2014.
  10. 東京喰種 トーキョーグール დაარქივებული 2016-08-14 საიტზე Wayback Machine. (in Japanese). Agency for Cultural Affairs. Retrieved March 21, 2015.
  11. "Funimation Acquires Tokyo Ghoul, Street Fighter:Assassin Fist". Anime News Network. June 8, 2014. Archived from the original on July 25, 2014.
  12. "Tokyo Ghoul TV Anime's 2nd Season to Premiere in January". Anime News Network. October 10, 2014. Retrieved October 13, 2014.
  13. "東京喰種 トーキョーグール √A" დაარქივებული 2016-08-14 საიტზე Wayback Machine. . Media Arts Database (in Japanese). Agency for Cultural Affairs. Retrieved July 17, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Tokyo_Ghoul&oldid=4523913“-დან