The Machete Boyz
The Machete Boyz | |
---|---|
ჯგუფის ლოგო | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | დაბსტეპი, დრამ–ენ–ბეისი, ბრეიქბითი |
აქტიური | 2009–დღემდე |
წევრები | ლაშა ტყებუჩავა, ირაკლი ბუჯიაშვილი, ბექა გორგიძე–გაბუნია |
საიტი |
The Machete Boyz (TMB) (ქართ. მაჩეტეს ბიჭები) — ელექტრონული მუსიკის ქართული ტრიო, დაარსებული თბილისში 2009 წელს. მისი წევრები არიან ლაშა ტყებუჩავა, ირაკლი ბუჯიაშვილი და ბექა გორგიძე–გაბუნია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Machete Boyz 2009 წელს დაარსდა. 2010 წლიდან ჯგუფი აქტიურად გამოვიდა ქართული ელექტრონული მუსიკის სივრცეში. მათმა პირველმა მუსიკალურმა სეტმა „The Machete Boyz Launch Mix“ ჯგუფს ქართულ ინტერნეტ–საიტებზე წარმატება მოუტანა.
2010 წლის თებერვალში მათ გამოუშვეს უკვე მეორე მასშტაბური სეტი, სახელწოდებით „VRS Vol. 2 Mixed By The Machete Boyz“ სპეციალურად VRS-სთვის [1]. 2011 წლის 26 თებერვალს ჯგუფმა გამოუშვა ახალი კომპოზიცია სახელწოდებით „The Machete Boyz - Cqnafline“, რომელიც DJ SUMO-მ დაბსტეპის საღამოზე „Dubstep Vol. 3“ იმავე დღეს გააჟღერა.
ჯგუფი ელექტრონული მუსიკის სცენაზე პირველად 2011 წლის 27 მაისს კლუბ „Night-ში“ DJ SUMO-სთან ერთად გამოჩნდა, საკონცერტო პროგრამით „The Machete Boyz - Gut Shot Mix“, რის შემდეგაც მათი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა.
2011 წლის ოქტომბერში ჯგუფმა ჩაწერა სეტი სახელწოდებით „Dnb.Ge Podcast 14 Mixed By The Machete Boyz“ [2], ხოლო 22 დეკემბერს კლუბ „Crystal Sound–ში“ ჯგუფი გამოვიდა ახალი საკონცერტო პროგრამით.
2012 წლის 25 თებერვალს ჯგუფი გეგმავს კლუბ „Status–ში“ DJ SUMO-სა და DJ BEATAMINE-თან ერთად ახალი სეტის წარდგენას ელექტრონული მუსიკის მსმენელისათვის, სადაც გაიჟღერებს დაბსტეპი.
ჯგუფს მჭიდრო კავშირები აქვს უცხოელ დიჯეებთან და საკუთარ რეპერტუარში აქტიურად იყენებs მათ ნამუშევრებსაც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://varketiliradiostation.blogspot.com
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-07. ციტირების თარიღი: 2021-01-19.