Six Hour Technicolour Dream Cambridge 1972

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Six Hour Technicolour Dream Cambridge 1972

საკონცერტო ალბომი - Last Minute Put Together Boogie Band
გამოცემის თარიღი 2014
ჩაიწერა 27 იანვარი, 1972, კემბრიჯი, ინგლისი
ლეიბლი Easy Action

Six Hour Technicolour Dream Cambridge 1972 — 2014 წელს გამოცემული საარქივო საკონცერტო მასალა, რომელშიც აგრეთვე შეტანილია სიდ ბარეტის და ჯგუფის Stars მონაწილეობით 1972 წლის 27 იანვარს კემბრიჯში შესრულებული სიმღერები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუინკი (Pink Fairies-იდან) კემბრიჯში დასახლდა, სადაც გაწევრიანდა Last Minute Put Together Boogie Band-ში. კოლექტივში თავდაპირველად შედიოდნენ: ბრიუს მაიკლ პეინი (ვოკალი, გიტარა, მანამდე გამოდიოდა Apple Pie-ში და მიუზიკლის "Hair" სან ფრანცისკოს დადგმაში) და ჯონ "ჰონკ" ლოჯი (ბასი, Junior's Eyes, Quiver). The Last Minute Put Together Boogie Band, რომელსაც შეუერთდა ჯეკ მონკი (Delivery-ს ყოფილი ბასისტი) ამერიკული ბლუზ-გიტარისტ ედი ბერნსის მხარდამჭერი ბენდის სახით გამოვიდა 1972 წლის 26 იანვარს, კინგს კოლეჯის დარბაზში. ჯეკის მეუღლე, ჯენი სპაირსი, რომელიც ტუინკის მეგობარი იყო და სიდის ყოფილი საყვარელი (ნახსენები „Lucifer Sam“), უკანასკნელთან ერთად კონცერტზე წავიდა. ბარეტმა თან გიტარაც წაიღო და გამოსვლის მეორე ნახევარში კოლექტივთან ერთად დაუკრა ერთგვარი ჯემი[1][2].

მეორე დღეს, კემბრიჯის Corn Exchange-ში გამოვიდა Last Minute Put Together Boogie Band, მათთან ერთად კი - ფრედ ფრითი და სიდ ბარეტი. გარდა ამისა, უკრავდნენ Hawkwind და Pink Fairies. Boogie Band-მა დაუკრა ხუთი სიმღერა, რის შემდეგაც მათ შემდეგ სამში შეუერთდა სიდი. შემდეგ დღეებში ჯენი, ტუინკი და ჯეკი ემოციებით იხსენებდნენ ამ გამოსვლას და ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად კარგი იქნებოდა, თუკი სიდი სცენას აქტიურად დაუბრუნდებოდა. ტუინკი: „მასთან სახლში მივედით და...სიდი კართან მოვიდა. ჯენიმ უთხრა 'ჯეკი და ტუინკი ფიქრობდნენ, რომ კარგი იქნებოდა, ჯგუფი შეგეკრიბათ, მხოლოდ თქვენ სამი იქნებოდით'. მან უპასუხა 'ჰო, კარგი, შემოდით'. ასე მოხდა. მისი სახლის სარდაფში რეპეტიციებს გავდიოდით, ასე დავიწყეთ. ვუკრავდით სიდის ყველაფერს, ძველ სიმღერებს, როგორიც იყო Lucifer Sam. დაახლოებით ხუთი კონცერტი ჩავატარეთ. ვფიქრობ, საკმაოდ მაგარი პროგრამა იყო, მაგრამ ზოგიერთი კონცერტი არ ვარგოდა, ჩვენ როუდ-მენეჯერები არ გვყავდა, უბრალოდ ხალხი იყო, რომელიც გვეხმარებოდა. კემბრიჯში ყველგან დავუკარით, სხვაგან არ წავსულვართ, მხოლოდ ყავის ბარების ტიპის ადგილებში გამოვდიოდით. კიდევ ბაზრის მოედანზე გამოვედით, ყველაზე აღსანიშნავი იყო. კარგი კონცერტი იყო, მართლაც შესანიშნავი[3]. რამდენიმე გვქონდა ყავის ბარში Dandelion, მე მგონია, ორი, ეს გამოსვლებიც კარგი იყო“.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვრცელდებოდა სიდთან ერთად შესრულებული სიმღერების სამოყვარულო აუდიოჩანაწერები, 1985 წელს EMI-მ იპოვა და ჩამოართვა წინა მფლობელს კონცერტის პროფესიონალური ფირი. 2005 წელს გამოჩნდა კიდევ ერთი ასლი[4][5], რომელიც 2010 წელს აუქციონზე გაიტანეს, მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ფირი შეიძინა ლეიბლმა Easy Action (რომელიც Pink Fairies-ის და Hawkwind-ის იმავე საღამოზე გამოსვლის ჩანაწერებს ფლობდა). უკანასკნელის პროგრამა გამოვიდა ოფიციალური საკონცერტო ალბომის სახით, 2012 წელს. Last Minute Put Together Boogie Band-ის ფირი საბოლოოდ 2014 წელს გამოსცეს[6].

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sea Cruise - 4:01
  2. L.A to London Boogie - 4:07
  3. Ice - 6:33
  4. Nadine - 4:11
  5. Drinkin' That Wine - 5:57
  6. Number Nine - 10:22
  7. Gotta Be a Reason - 7:18
  8. Let's Roll - 5:11
  9. Sweet Little Angel - 6:51

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1] Archived 9 November 2009 საიტზე Wayback Machine.
  2. Palacios, Julian (2010). "The Return of Ulysses", Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, Rev., London: Plexus, გვ. 393. ISBN 0859654311. 
  3. Twink/Bevis Interview Ptolomaic Terrascope (PDF). Terrascope.co.uk (May 1989). ციტირების თარიღი: 12 January 2015.
  4. [2] Archived 14 December 2009 საიტზე Wayback Machine.
  5. Matt. Pink Floyd news :: Brain Damage - Lost Syd Barrett concert recording - found!. Brain-damage.co.uk. ციტირების თარიღი: 12 January 2015.
  6. Pink Floyd news :: Brain Damage - Syd Barrett 1972 live recording gets official CD release. Brain-damage.co.uk. ციტირების თარიღი: 12 January 2015.