SWOT-ანალიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
SWOT-ანალიზის სქემა

SWOT-ანალიზისტრატეგიული დაგეგმარების მეთოდი. სხვა არსებულ მეთოდებს შორის, რომლებიც აფასებენ ორგანიზაციის მდგომარეობას, ყველაზე მეტად გავრცელებულია SWOT-ანალიზის მეთოდი. SWOT-ანალიზი არის ხერხი, რომლის მეშვეობითაც ჩვენი შესაძლებლობების და საქმიანი გარემოს შესწავლა არის შესაძლებელი.

SWOT-ი ინგლისურ აბრევიატურას წარმოადგენს, რომლის ყოველი ასო ანალიზის ცალკეულ ელემენტს აღნიშნავს: S — strengths (ორგანიზაციის ძლიერი მხარე); W — weakness (ორგანიზაციის სუსტი მხარე); O — opportunities (ორგანიზაციის შესაძლებლობები); T — threats (მოსალოდნელი საფრთხე). SWOT-ანალიზის გაკეთების დროს განიხილება ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ის შესაძლებლობები და საშიშროებები, რომლებიც ორგანიზაციის წინაშე დგას. SWOT-ანალიზის ჩატარება მოითხოვს ორგანიზაციის სუსტი და ძლიერი მხარეების, ასევე მისი გარემოს გულწრფელ ანალიზს. საჭიროა ეს ანალიზი მიესადაგოს არა მარტო გუნდის წევრებს, არამედ მთელ ორგანიზაციას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]