SN 1957D

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

SN 1957D (ასეთი სახელი ეწოდა, ვინაიდან მეოთხე ზეახალი იყო, რომელიც 1957 წელს აღმოაჩინეს)ზეახალი (იგივე სუპერნოვა), რომელიც გალაქტიკა M83-ში მდებარეობს. ეს გალაქტიკა დედამიწიდან 15 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. გალაქტიკაზე დაკვირვებით, რომელიც ჩანდრას რენტგენული ტელესკოპით ხდებოდა, მეცნიერები 2000 წლიდან 2001-მდე დღეში 14 საათის განმავლობაში აგროვებდნენ სინათლეს, მაგრამ მათ ამ ზეახლის ნარჩენიდან ვერანაირი რენტგენის წყარო ვერ შენიშნეს.

რენტგენის გამოსხივების აღმოჩენა და კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათზე მწვანე ფერი წარმოადგენს დაბალ ენერგიულ რენტგენის სხივებს, მწვანე - საშუალოდ ენერგიულს, ხოლო ცისფერი ფერით მაღალ ენერგიული რენტგენის სხივებია აღნიშნული. SN 1957D-ის ადგილმდებარეობა სპირალური მკლავების შიდა კიდეებშია, რომელიც გალაქტიკის ცენტრი ზემოთაა (თეთრი ხაზით მონიშნული)

ზეახლის ადგილმდებარეობის ახალმა და უკიდურესად ღრმა ფოტომ , რომელიც 1957 წელს აღმოაჩინეს, რენტგენის წყაროდან გამომავალი სხივები გამოავლინა. ჩანდრას სახელობის რენტგენული ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტო პირველია, რომელზეც რენტგენული გამოსხივება შეინიშნა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენია. კვლევებზე დაყრდნობით, ზეახლად აფეთქებამ ვარსკვლავი ნეიტრონულ ვარსკვლავად (იგივე პულსარი) გადააქცია. პულსარები ზემკვრივი, სწრაფად მოძრავი ობიექტები არიან, რომლებიც ისე არიან ჩაპრესილები, რომ მხოლოდ ნეიტრონებიღაა დარჩენილი.

ჩანდრას ტელესკოპს 219 საათი და 49 წუთი - დაახლოებით 8,5 დღე დასჭირდა, რომ საკმარისი სინათლე შეეგროვებინა რენტგენული წყაროდან. ფოტო გადაღებულია 2010-2011 წელს, მაგრამ ნასამ იგი 2012 წლის 30 ივლისს გამოაქვეყნა.

SN 1957D-დან წამოსული რენტგენის სხივების ენერგიის დონეების ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ ვარსკვლავი, რომელიც ზეახლად აფეთქდა, ახლა პულსარია და გარდა ამისა, ამ პულსარმა გარშემო წარმოქმნა სწრაფად მოძრავი დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, რომელსაც პულსარის ქარის ნისლეული ეწოდება.

„თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ნიშნავს იმას, რომ პულსარ SN 1957D-ს ჩვენ ვაკვირდებით 55 წლის ასაკში - ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავი, რაც ოდესმე გვინახავს“ - განმარტავენ მეცნიერები განცხადებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SN_1957D&oldid=2443974“-დან