Radio Studio 54 Network

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რადიოსადგურის ლოგო

Radio Studio 54 Networkიტალიური კერძო რადიოსადგური, რომელიც განთავსებულია კალაბრიის რეგიონის ქალაქ ლორკიში და მაუწყებლობს კალაბრიის, სიცილიისა და აპულიის რეგიონებზე, ასევე ინტერნეტით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაუწყებლობა 24 საათიანია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიოსადგური 1985 წლის 6 ივნისს, ქალაქ ლორკიში მეგობრებმა — პიეტრო პარეტამ და ფრანჩესკო მასარამ დააარსეს. რადიოს მთავარი დევიზია „Il bello della musica è che quando ti colpisce non senti dolore“, რაც ბობ მარლის ცნობილი ციტატის იტალიურ თარგმანს წარმოადგენს — „მუსიკის ერთ-ერთი კარგი თვისება, როდესაც შენ მას უსმენ, ისაა, რომ ტკივილს აღარ გრძნობ“.

რადიო პირდაპირ ეთერში ასევე გადასცემს რეგიონულ და საქვეყნო კონცერტებსა და შოუებს, მათ შორის სან-რემოს ფესტივალს.[1]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიოსტუდია Studio54network-ის შექმნის იდეა 1985 წლის 6 ივნისს გაჩნდა. თავდაპირველად საქმეს ხელი მოკიდა რამდენიმე მეგობარმა პიეტრო ფრანჩესკომ, პარეტა მასარამ, ენცო გატომ, მემო მინიტიმ და პიეტრო მუსმეჯიმ. რადიოსადგურს სახელი მიენიჭა ისტორიული Radio DJ Studio Club 54-ის მიხედვით. როგორ იტალიური რადიოების უმეტესობას იმხანად მხოლოდ გასართობი პროგრამები ჰქონდა, თუმცა 1990-იან წლებში აუდიტორიის სეგმენტირებასთან გარკვეული პრობლემები შეიქმნა, ამიტომ 1990 წელს მამის კანონის მიხედვით, რადიო უფრო აკადემიური გახდა.

1991 წელს რადიოსადგური პირველი იყო, რომელმაც კალაბრიაში Radio Data -ზე გადასვლა გადაწყვიტა.

1994 წელს სიგნალის გადაცემა კომპიუტერიზებული გახდა, შესაბამისად, ხარისხიც ბევრად უფრო გაუმჯობესდა. რადიოს ანალოგური სისტემა კომპიუტერულმა ჩაანაცვლა.

1996 წელს Studio54network-მა კალაბრიის საზღვრები გადალახა და მეზობელ რეგონებში გავრცელდა.

1997 წელს იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ინტერნეტ-სტრიმით, (ამ დროს Real Audio ტექნოლოგიას იყენებდა).

1998 წელს რადიოსადგურს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი.

2000 წელს შეიქმნა მობილური სადგური, რომელმაც ძირეულად შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა.

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Radio Studio 54-ის მიერ მოწყობილი ავტოშოუ 2012 წელს

რადიოსტუდია 54 ხშირად აწყობს ღონისძიებებს მთელი იტალიის მასშტაბით, სადაც ავტოშოუებისა და ლაივშოუების მეშვეობით ხდება ახალგაზრდა მსმენელის მოზიდვა და დაინტერესება. ყოველი ღონისძიება ხალხმრავალი და ფერადოვანია, მონაწილეობენ როგორც რადიოს წამყვანები და მუშაკები, ასევე პერიოდულად საქმეში ერთვებიან დაქირავებული მსახიობები.

პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 54 News, l'informazione in tempo reale, dalle 7 alle 21.00, ogni punto ora.
  • Soundtracks - il cinema alla radio, alle 8.40, 15.10, 23.
  • Promodisco, alle 12.40, alle 17.40 ed alle 19.40.
  • History Time with Luciano Procopio, alle 13.30, 23.30 e alle 5.10
  • Area 54 - All days, alle 14,30 e alle 21.30.
  • Pezzi da 90, alle 22.
  • Rock Italia, alle 8.40, 9.45, 21.20, 23.45.
  • Italia in Prima Pagina, informazione ed approfondimenti, dalle 6 alle 10.00.
  • Rock Collection, alle 14 ed alle 21.
  • 54 Disco Hit, alle 7.30, 13, 18 ed alle 22.
  • Rock a Mezzanotte, dopo le 24.00.
  • Action Parade, alle 9.45 ed alle 22.20.
  • The Ultimate Ipod Collection, alle 10.20 ed alle 2.20.
  • Edizione Limitata, alle 20.40 ed alle 3.40.
  • Concerto Impossibile, alle 3.20 e alle 20.40.
  • Emozioni, dalle 23.30.
  • Dejà vu, alle 12.30.
  • Celebrity, alle 10.10 e alle 21.30.
  • Storie, alle 14.00 e alle 18.40.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]