QBittorrent

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

qBittorrent — უფასო, მრავალ-პლატფორმული BitTorrent კლიენტი. პროგრამა დაფუძნებულია libtorrent-rasterbar ბიბლიოთეკაზე.

qBittorrent დაწერილია C++ პროგრამირების ენაში (ასევე იყენებს Boost C++ ბიბლიოთეკებს) და, ამდენად, არის ადგილობრივი პროგრამა. ის ასევე იყენებს Qt framework-ის მე-4 ან მე-5 ვერსიას. პროგრამის დამატებითი საძიებო სისტემა დაწერილია Python პროგრამირების ენაში; მომხმარებლებს, რომელთაც არ სურთ Python-ის დაყენება, შეუძლიათ საძიებო სისტემა არ გამოიყენონ.

ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

qBittorrent-ში წარმოდგენილი რამდენიმე ფუნქცია:

  • თანმიმდევრული ჩამოტვირთვა (ტორენტ მედია ფაილების დასტრიმვა)
  • უნიკოდის მხარდაჭერა, ხელმისაწვდომობა 35 ენაზე[1]
  • მრავალ-პლატფორმული (Windows, Linux, Mac OS X)
  • ინტეგრირებული ტორენტების საძიებო სისტემა
  • ინტეგრირებული RSS ნაკადის წამკითხავი და ჩამომტვირთავი
  • DHT, PeX, Encryption, LSD, UPnP, NAT-PMP, µTP
  • ტორენტების რიგის მიხედვით ჩამოტვირთვა, გაფილტვრა და პრიორიტიზირება
  • გამტარუნარიანობის დამგეგმავი
  • IP გაფილტვრა (eMule dat ფაილები ან PeerGuardian ფაილები)
  • IPv6 თავსებადი
  • ტორენტ ტრეკერების კონტროლირება
  • ტორენტის შესაქმნელი ხელსაწყო
  • დისტანციური მართვა დაცული ვებ-ინტერფეისის გამოყენებით

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=QBittorrent&oldid=4079838“-დან