ფრთათითები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Pterophoridae)
ფრთათითები

ქათქათა მარაოფრთიანა (Pterophorus pentadactyla)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ფრთათითები
ლათინური სახელი
Pterophoridae (Latreille, 1802)

ფრთათითები[1] (ლათ. Pterophoridae) — ქერცლფრთიანების ოჯახი. ფრთების შლილი 10–40 მმ-ია, ისინი ძირითადად რუხი, ყავისფერი ან თეთრი აქვთ; სახეობათა უმრავლესობას ახასიათებს ლაპოტებად გაპობილი ფრთები (აქედან სახელწოდება), წინები — სამად, უკანები — ორად; დასვენების დროს ჰორიზონტალურად აქვთ დაწყობილი და ტანთან მართ კუთხეებს ქმნიან „T“-სებურად. ფეხები გრძელია. სახეობების ზუსტი რაოდენობა უცნობია. უპირატესობას ანიჭებენ ღია ბიოტოპებს (ველებსა და ნახევარუდაბნოებს), ტყის ზონაში — ველობებსა და ნაკაფებს. აქტიურები არიან უმეტესად შებინდებისას, ზოგიერთი — დღისით. მუხლუხები ვითარდებიან 20-ზე მეტი ოჯახის ბალახოვან მცენარეზე.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გოგინაშვილი ნ., დიდმანიძე ე., კერესელიძე მ. და სხვ., მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი : ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 101.
  2. Девяткин А. Л. Пальцекрылки // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 173.