ფრთათითები
იერსახე
| ფრთათითები | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ქათქათა მარაოფრთიანა (Pterophorus pentadactyla) | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Pterophoridae (Latreille, 1802) | ||||||||||||
| ||||||||||||
ფრთათითები[1] (ლათ. Pterophoridae) — ქერცლფრთიანების ოჯახი. ფრთების შლილი 10–40 მმ-ია, ისინი ძირითადად რუხი, ყავისფერი ან თეთრი აქვთ; სახეობათა უმრავლესობას ახასიათებს ლაპოტებად გაპობილი ფრთები (აქედან სახელწოდება), წინები — სამად, უკანები — ორად; დასვენების დროს ჰორიზონტალურად აქვთ დაწყობილი და ტანთან მართ კუთხეებს ქმნიან „T“-სებურად. ფეხები გრძელია. სახეობების ზუსტი რაოდენობა უცნობია. უპირატესობას ანიჭებენ ღია ბიოტოპებს (ველებსა და ნახევარუდაბნოებს), ტყის ზონაში — ველობებსა და ნაკაფებს. აქტიურები არიან უმეტესად შებინდებისას, ზოგიერთი — დღისით. მუხლუხები ვითარდებიან 20-ზე მეტი ოჯახის ბალახოვან მცენარეზე.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გოგინაშვილი ნ., დიდმანიძე ე., კერესელიძე მ. და სხვ., მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი : ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 101.
- ↑ Девяткин А. Л. Пальцекрылки // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 173.