Phiomicetus

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Phiomicetus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ვეშაპისნაირნი
ოჯახი:  Protocetidae
გვარი:  Phiomicetus
ლათინური სახელი
Phiomicetus (Gohar et al., 2021)
სახეობები
  • P. anubis (Gohar et al., 2021)

Phiomicetusამომწყდარი მოსიარულე ვეშაპისნაირი ცხოველების გვარი. ცნობილია ერთი სახეობა — Phiomicetus anubis, რომელიც ცხოვრობდა შუა ეოცენში, დაახლოებით 43 მილიონი წლის წინ.[1]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარს ლათინური სახელი (Phiomicetus), რომელიც „ფაიუმის ვეშაპს“ ნიშნავს აღმოჩენის ადგილის მიხედვით უწოდეს.[2] სახეობის აღმნიშვნელი სახელი (anubis) კი — ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთის, ანუბისის მიხედვით, რადგან აღმოჩენილი თავის ქალა წააგავდა ტურის თავის ქალას და ეგვიპტელები ანუბისსაც სწორედ ტურის თავით გამოსახავდნენ.[1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

P. anubis-ის ნამარხები 2008 წელს აღმოაჩინეს ეგვიპტეში, ფაიუმის დაბლობზე განხორციელებული ექსპედიციის დროს. ამავე რაიონშია აღმოჩენილი ადრეული წყლის ვეშაპი Rayanistes afer. Phiomicetus anubis-ის აღმოჩენამ კიდევ უფრო ნათელი გახადა ვეშაპთა ევოლუციის საკითხები (დღეს მიჩნეულია, რომ ვეშაპთა წინაპრები თავდაპირველად ხმელეთზე ცხოვრობდნენ და თანდათან გადაიქცნენ ზღვის არსებებად). P. anubis-ს შეეძლო წყალში ცურვა და ხმელეთზე სიარული. მტაცებელი ცხოველი იყო. ძლიერი ყბების წყალობით შეეძლო ისეთი მსხვერპლის მონადირება, როგორიცაა ნიანგი ან წვრილი ძუძუმწოვრები, მათ შორის სხვა ვეშაპების ნაშიერები. აღმოჩენილ მასალაზე (თავის ქალის ნაწილი, კბილები, მალები და ნეკნები) ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხოველი იწონიდა 600 კგ-მდე და აფრიკის ყველაზე ადრეულ (და „პრიმიტიულ“) ვეშაპს წარმოადგენდა. ასევე გამოვლინდა რამდენიმე ახალი ანატომიური თავისებურება და კვების სტრატეგია: მაგალითად, P. anubis-ს ეშვების გვერდით გრძელი მესამე საჭრისები ჰქონდა, რაც, სავარაუდოდ, ეხმარებოდა ბევრად უფრო სწრაფი და მოუხელთებელი ნადავლის (მაგ., თევზის) დაჭერაში; მათ მოსდევდა დიდი ძირითადი კბილები (საღეჭი).[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gohar, Abdullah S.; Antar, Mohammed S.; Boessenecker, Robert W.; Sabry, Dalia A.; El-Sayed, Sanaa; Seiffert, Erik R.; Zalmout, Iyad S.; Sallam, Hesham M. (25 აგვისტო, 2021). „A new protocetid whale offers clues to biogeography and feeding ecology in early cetacean evolution“. Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences. 288 (1957): 20211368. doi:10.1098/rspb.2021.1368. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Geggel, Laura (25 აგვისტო, 2021). „Walking whale ancestor named after Egyptian god of death“. Live Science (ინგლისური). ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. Mourad, Mahmoud (26 აგვისტო, 2021). „Fossil of previously unknown four-legged whale found in Egypt“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Phiomicetus&oldid=4526882“-დან