PNG

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
PNG გამოსახულება გამჭვირვალე ფონით
იგივე სურათი გაუმჭვირვალე ფონით

PNG (Portable Network Graphics) — ციფრული სურათების ღია ფორმატი, რომელიც შეიქმნა დაპატენტებული GIF ფორმატის შესაცვლელად. PNG არის ფორმატი, რომელიც სპეციალიზირებულია მარტივი, ერთგვაროვანი ფერების მქონე სურათების შექმნაზე.

გამოყენება[რედაქტირება]

სინთეზური სურათებისთვის[რედაქტირება]

PNG წარმატებით გამოიყენება ისეთი სინთეზური სურათების შესაქმნელად როგორიცაა: WEB-ის გრაფიკული გაფორმება, იკონები, ტექსტური სურათები. PNG ფორმატში შექმნილი ფაილი, როგორც წესი, GIF ფორმატში შექმნილ ფაილზე მეტ ადგილს იკავებს მეხსიერებაში, სამაგიეროდ ხარისხით ბევრად აღემატება ამ უკანასკნელს. ეს იმით აიხსნება რომ PNG ფორმატის ფერთა რაოდენობა 256-ით არ შემოიფარგლება.

ფოტოებისთვის[რედაქტირება]

PNG ფორმატში შესაძლებელია ფოტოსურათების უდანაკარგო შეკუმშვა. შედეგად დიდი მოცულობის ფაილი მიიღება. ეს მოცულობა ბევრად აღემატება ისეთი ფორმატების ფაილების ზომებს, როგორებიცაა: JPEG და JPEG2000.

დეტალები ფორმატის შესახებ[რედაქტირება]

PNG საშუალებას იძლევა, მატრიცული სურათები სხვადასხვა ფორმატით შევინახოთ:

  • 1 ბიტი(ანუ იგივე მონოქრომა. არ არის აუცილებელი შავთეთრი იყოს)
  • 2 ბიტი -კარდოქრომული სურათებისთვის
  • 4 ბიტი(16 ფერი)
  • 8 ბიტი ნაცრისფერი სურათებისთვის(256 შესაძლებლობა)
  • 8 ბიტი(256 ფერი, ანუ იგივე რაც GIF)
  • 24 ბიტი (16 777 216 ფერი)
  • 48 ბიტი (248 ანუ 281 976 710 656 ფერი)

სპეციალური ფილტრისა და RFC 1951 ალგორითმის გამოყენებით შეკუმშვის მაღალი ხარისხი მიიღწევა. პიქსელების მდგენელთა ერთი ფორმატია: წითელი, მწვანე, ლურჯი. და მეორე: წითელი, მწვანე, ლურჯი და გამჭვირვალობის არხი "ალფა". ამ შემთხვევაში 8 ან 16 დამატებითი ბიტი გამოიყენება და ვღებულობთ 16 ბიტს ნაცრისფერი სურათისთვის, 32 ბიტს ნამდვილი ფერების მქონე სურათებისთვის და 64 ბიტი 4 არხიანი(თითოსთვის 16 ბიტი) სურათისთვის.

ნახევარგამჭვირვალობა[რედაქტირება]

„ალფა“ არხის არსებობა განსაზღვრავს გამჭვირვალობის სხვადასხვა ხარისხს. ეს თვისება Web -ის გასაფორმებლად ძვირფასი მონაპოვარია. თანამედროვე(2007) ნავიგატორების უმრავლესობა, გარდა Internet Explorer 6 -ისა და მისი წინა ვერსიებისა, ფართოდ იყენებს ამ მიღწევას. თუმცა კი ვებმასტერები სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ ამ ნაკლის შესავსებად. მაგალითად იყენებენ სკრიპტს PNG biheviour IE7 ასევე bobosola. Internet Explorer7 კორექტულად განაგებს ალფა არხს.

გამჭვირვალობა[რედაქტირება]

GIF ფორმატის Web სურათები შეიძლება გადატანილ იქნას PNG ფორმატში ისე რომ თანამედროვე ნავიგატორთა უმრავლესობა მათ შეითავსებენ. PNG -ს (მას მეორენაირად ასეც უწოდებენ: PNG's Not GIF- PNG არ არის GIF) შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც აკეთებს GIF-ი. მეტიც, იგი გამჭვირვალობის ეფექტსაც ქმნის. მართალია იგი ანიმაციების კეთების საშუალებას არ იძლევა, სამაგიეროდ PNG -ს გან მიღებული MNG ფორმატი ამ ნაკლის აღმოფხვრას ემსახურება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PNG&oldid=2532865“-დან