Northrop Grumman E-2 Hawkeye
Northrop Grumman E-2 Hawkeye (ინგლ. Hawkeye - ქორისთვალა) — ნებისმიერ ამინდში მომუშავე ადრეული შეტყობინების საგემბანო ორძრავიანი ტურბოხრახნული ამერიკული თვითმფრინავი. ადრეულ 1950-იან და 1960-იან წლებში შეიმუშავა კომპანია Grumman Aircraft Company-მა აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის; მიზნად ისახავდა მოძველებული დგუშიანი E-1 Tracer-ის ჩანაცვლებას. თვითმფრინავის საწყისი შესაძლებლობები გაუმჯობესდა E-2B და E-2C მოდიფიკაციებში, რომლებშიც ძირითადი ცვლილება განიცადა რადარმა და რადიო-საკომუნიკაციო მოწყობილობებმა, ინტეგრალური ელექტრული სქემებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების მნიშვნელოვანი წინსვლიდან გამომდინარე. თვითმფრინავის მეოთხე მოდიფიკაცია E-2D პირველად 2007 წელს აფრინდა.[1] E-2 პირველი თვითმფრინავი იყო, რომელიც განგებ ამ მიზნისთვის შეიმუშავეს, Boeing E-3 Sentry-სგან განსხვავებით, რომელიც არსებული სამოქალაქო სატვირთო თვითმფრინავის Boeing 707-320-ის მოდიფიკაციას წარმოადგენს. Hawkeye, ყველაზე ხანგრძლივად წარმოებადი საგემბანო თვითმფრინავია, მისი მოდიფიკაციები იწარმოება 1960 წლიდან.
Northrop Grumman E-2 Hawkeye-მ მიიღო მეტსახელი „Super Fudd“, ვინაიდან მისი წინამორბედი E-1-ის მეტსახელი იყო „Willy Fudd“. ბოლოხანს, თვითმფრინავს ასევე უწოდებენ „ჩაქუჩს“ (Hummer), მისი ტურბოხრახნული ძრავების დამახასიათებელი ხმის გამო, რომელიც გამოირჩევა ტურბორეაქტიული ან ტურბოვენტილატორული რეაქტიული ძრავებისგან.
აშშ-ის საზღვაო ძალების გარდა, E-2 მცირე რაოდენობით გაიყიდა ეგვიპტის, საფრანგეთის, ისრაელის, იაპონიის, მექსიკის, სინგაპურისა და ტაივანის შეიარაღებულ ძალებზე.
შემუშავება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაპირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]E-2A და E-2B Hawkeye
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]E-2C Hawkeye და გაუმჯობესებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]E-2D Advanced Hawkeye
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტრუქციული მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოყენების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშშ-ის საზღვაო ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა გამომყენებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგვიპტე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მექსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინგაპური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაივანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეთავაზებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოდიფიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Northrop Grumman Corporation. E-2D Advanced Hawkeye. Program Overview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-03. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2020