NEC
|
| |
|
| |
| ტიპი | საზოგადო |
|---|---|
| დარგი |
ელექტრონიკა საინფორმაციო ტექნოლოგიები |
| დაფუძნდა | 17 ივლისი, 1899 |
| სათავო ოფისი | ტოკიო, იაპონია |
მმართველი |
ნაბუჰირო ენდო (თავმჯდომარე) ტაკაში ნიინო (პრეზიდენტი) |
| პროდუქცია | სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, სერვერები, სამომხმარებლო ელექტრონიკა |
| შემოსავალი |
|
| მთლიანი შემოსავალი |
|
| თანამშრომელი | 102,375[1] |
| შვილობილ(ებ)ი | NEC Corporation of America |
| საიტი | nec.com |
NEC Corporation (იაპონ. 日本電気株式会社 ნიპონ დენკი კაბუსიკი-გაისა?) — საინფორმაციო ტექნოლოგიური სერვისებისა და პროდუქტების პროვაიდერი იაპონური ტრანსნაციონალური კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტოკიოს მინატოს რაიონში.[2] იგი მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. 1983 წლამდე კომპანია ცნობილი იყო Nippon Electric Company, Limited-ის სახელწოდებით. ის ასევე Sumitomo Group-ის წევრია.
დაარსდა 1889 წელს ტოკიოში. მისი უცხოური პარტნიორი იყო Western Electric Company of Illinois.[3] თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო სატელეფონო მოწყობილობების წარმოებით. თუმცა 1920-იანი წლებიდან მოყოლებული მოიცვა პრაქტიკულად სატელეკომუნიკაციო სფეროს ყველა მიმართულება.
2013 წლის მონაცემით კომპანიის შემოსავალი 3.0716 ტრილიონ იაპონურ იენას შეადგენდა, ხოლო იმავე წლის მდგომარეობით თანამშრომლების რაოდენობა 102 000-ს აღწევდა. NEC Corporation თავისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობას ეწევა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mark Mason, Foreign Direct Investment and Japanese Economic Development, 1899–1931, Business and Economic History, Second Series, Volume Sixteen, 1987.
- NEC Corporation, NEC Corporation, The First 80 Years, 1984, ISBN 4-931172-01-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „NEC“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Full Year Consolidated Financial Results for the Fiscal Year Ended March 31, 2013 (April 26, 2013).
- ↑ "Corporate Profile." NEC. Retrieved on July 12, 2010.
- ↑ NEC 1984, p. 6.