Muscle Museum - ჯგუფ Muse-ის მეორე EP დისკი. ისევე როგორც მისი წინამორბედი Muse, ეს დისკიც მხოლოდ 999 ასლის ოდენობით გამოიცა, 1999 წლის 11 იანვარს. მოგვიანებით სიმღერები "Muscle Museum", "Sober", "Uno" და "Unintended" ასევე განახლებული ჩანაწერების სახით ჯგუფის სადებიუტო ალბომში Showbiz იქნა შეტანილი.
EP დისკის გამოცემისას სიმღერა Muscle Museum უკვე დიდი წარმატებით სარგებლობდა. NME-ს დამოუკიდებელ ჩარტში მას #3 ადგილი ეკავა.