MTV Select

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიჯეი კიკი ბერგი ესაუბრება მაყურებელს საქართველოდან

MTV Select (MTV აირჩიე) — ინტერაქტიული სატელევიზიო პროგრამა, რომელიც სამუშაო დღებში, საღამოობით ΜΤV-ის არხის საშუალებით მთელს ევროპაში გადაიცემოდა. თავდაპირველად არსებობდა MTV Select-ის ოთხი ვერსია: გერმანული, იტალიური, გაერთიანებული სამეფოს და პან-ევროპული. შემდეგ, არსებულ გადაცემებს დაემატა პოლონური, რუმინული და ესპანური ვარიანტები, თუმცა მოგვიანებით MTV-ის ხელმძღვანელობამ ეს გადაცემები შემცირა და საეთერო ბადეში ამერიკული TRL-ის ევროპულ ვერსიებს დაუთმო. TRL გაერთიანებული სამეფო და TRL პოლონეთი, საბოლოოდ მაინც მოიხსნა ეთერიდან, რადგან მათ ვერ მოიპოვეს ისეთი რეიტინგი, როგორიც MTV Select-ს ჰქონდა.

2000 წელს MTV Select-ის MTV იაპონიის არხზე გამოჩნდა, თუმცა მალევე მისი ჩანაცვლება მოხდა.

დღეს, MTV-ის ევროპული არხების უმეტესობას არ გააჩნია ცოცხალ ეთერზე დაფუძნებული ინტერაქტიული request-შოუები. გამონაკლისია, ამ მხრივ, MTV იტალია და MTV რუმინეთი, რომელთაც TRL-ის ლოკალური ვერსიები აქვთ და ბრიტანული ვერსიისგან განსხვავებით, წარმატებითაც სარგებლობენ.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=MTV_Select&oldid=3303704“-დან