Lucius (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Lucius
2016BandLucius.jpg
ჯგუფის გამოსვლა 2016 წელს.
ბიოგრაფია
დაბ. ადგილი ბრუკლინი, ნიუ-იორკი (მოგვიანებით გადავიდა ლოს-ანჯელესში)
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი, ინდი-პოპი
აქტიური 2005[1]–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mom + Pop Music, Dine Alone Records, Play It Again Sam
ასოციაციები The Rentals, San Fermin, როჯერ უოტერსი
წევრები ჯეს ვულფი
ჰოლი ლესიგი
დენ მოლადი
პიტერ ლალიში
საიტი ilovelucius.com

Lucius — ამერიკული ინდი-პოპ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი).[2] მოგვიანებით, 2015 წელს ჯგუფი ლოს-ანჯელესში გადავიდა.[3] მასში შედის ორი წამყვანი ვოკალისტი, ჯეს ვულფი და ჰოლი ლესიგი, დრამერი და პროდიუსერი დენ მოლადი და წამყვანი გიტარისტი პიტერ ლალიში. ჯოშ დიონი დასარტყმელ საკრავებზე და კეისი ფუბერტი გიტარაზე კოლექტივს უერთდებოდნენ საკონცერტო გამოსვლების დროს, მას შემდეგ, რაც ენდრიუ ბურიმ იგი 2016 წლის ბოლოს დატოვა.[4][5]

დღეისთვის ჯგუფს გამოცემული აქვს ორი სტუდიური ალბომი – Wildewoman (2013) და Good Grief (2016). გამოცემებმა The New York Times, Rolling Stone, NPR და Village Voice ორივე მაღალი შეფასებები მიანიჭეს. Paste Magazine-მა მათ უწოდა 2015 წლის ერთ-ერთი საუკეთესო საკონცერტო ჯგუფი.[6]

ვულფი და ლესიგი ამჟამად გამოდიან როჯერ უოტერსის საკონცერტო შემადგენლობაში და სხვა შემსრულებლებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ატლასი, ზოი. Lucius at The Sinclair. Sound of Boston. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი 2013.
  2. მარკ ჰირში. “The voices of Lucius share the same wavelength“, 2013-02-07. წაკითხვის თარიღი: 2013-11-10. 
  3. How Lucius’s Second Album Drove Them to Go Above, Beyond, and Nearly Insane“. 
  4. Lucius | Biography & History | AllMusic. წაკითხვის თარიღი: 2018-01-03
  5. ბაიალასი, მაიკლ. (2016-11-22) Start the Insanity: With Lucius, It's All Good Grief en-US. წაკითხვის თარიღი: 2018-01-03
  6. სტირნბერგი, ბონი. The 25 Best Live Acts of 2015. Paste Magazine.