Latto (მუსიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Latto

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალისა მიშელ სტეფენსი
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი, 1998 (1998-12-22) (25 წლის)[1]
დაბ. ადგილი კოლუმბუსი[2]
წარმოშობა კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ
ჟანრ(ებ)ი
  • Hip hoptrap
  • Southern hip hop
  • pop rap
საქმიანობა რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2016 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • RCA
  • Streamcut
  • Pittstop
საიტი biglatto.com
Latto ვიკისაწყობში

ალისა მიშელ სტეფენსი (ინგლ. Larissa de Macedo Machado; დ. 1998 წლის 22 დეკემბერს, კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი რეპერი და მომღერალი. ის პირველად ტელე ეკრანებზე გამოჩნდა 2016 წელს ამერიკელი რეპერის ჯერმეინ დუპრის რეალით სერიალში. მან შოუს პირველი სეზონი მოიგო, თუმცა უარი თქვა პრიზზე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალისა მიშელ სტეფენსი დაიბადა 1998 წლის 22 დეკემბერს კოლუმბუსში, ოჰაიო, მისტი პიტსისა და შეინ სტეფენსის ოჯახში. დედა თეთრკანიანია, მამა კი აფროამერიკელი.

მუსიკოსი სწავლობდა ლავჯოის საშუალო სკოლაში. მას სკოლაში შავკანიანი ბავშვები დასცინოდნენ და აბულინგებდნენ იმის გამო, რომ „ღია ფერის კანი ჰქონდა“. ამის გამო დაირქვა მუსიკოსმა კარიერის დასაწყისში „Miss Mulatto“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო რეალით სერიალში The Rap Game, რომლის პროდიუსერები იყვნენ ჯერმეინ დუპრი და Queen Latifah. რეალით სერიალში ახალგაზრდა დამწყები რეპერები ერთმანეთის ეჯიბრებოდნენ. ლატო სერიალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, რის გამოც მას შესთავაზეს Dupri-ს ლეიბლთან ,So So Def Records, კონტრაქტის დადება. მუსიკოსმა უარი თქვა პრიზზე, რადგან მისი აზრით კონტრაქტში გაწერილი თანხა საკმარისი არ იყო. მუსიკოსმა დამოუკიდებლად დაიწყო სიმღერების ჩაწერა და გამოცემა.[3]

მუსიკოსის მიქსტეიპი, Latto Let 'Em Know, გამოვიდა 2017 წლის აპრილში. რეპერმა გამოუშვა კოლაბორაციები მუსიკოსებთან - Molly Brazy, Lil Key, Crucial და Silentó.

2019 წლის იანვარში ლატომ გამოუშვა სიმღერა „Bitch from da Souf". 2019 წლის მაისში იგი მიიწვიეს Rolling Loud-ზე, ყოველწლიურ ჰიპ ჰოპ ფესტივალზე, რომელიც იმართება მაიამიში, ფლორიდაში.[4] 2019 წლის ივნისში მან გამოუშვა თავისი მეორე EP, სახელწოდებით Big Latto, რომელსაც წინ უძღოდა სინგლი „Bitch from da Souf".[5] სინგლი მალევე გახდა პოპულარული და დაიკავა 95-ე ადგილი Billboard Hot 100 ჩარტში. ალბომმა მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვებისთვის. მოგვიანებით მუსიკოსმა გამოუშვა სიმღერის რემიქსი Saweetie-სთან და Trina-სთან ერთად. რემიქსი შევიდა მუსიკოსის მესამე EP-ში, Hit the Latto, რომელიც გამოვიდა 12 დეკემბერს.[6]

„Bitch from da Souf"-ის გამოშვების შემდეგ, ლატომ კონტრაქტი გააფორმა RCA Records-თან.[7]

2020 წელს ლატომ გამოუშვა ახალი სინგლი „Muwop".[8] 23 აპრილს ლატომ გამოუშვა სარეკლამო სინგლი „No Hook". 21 მაისს მან გამოუშვა მეორე სარეკლამო სინგლი „He Say She Say". ლატო გამოჩნდა ამერიკელი რეპერის Cardi B-ის მუსიკალურ ვიდეოში „WAP", რომელიც გამოვიდა 2020 წლის 7 აგვისტოს.[9] იმავე დღეს, ლატომ გამოუშვა NLE Choppa-სთან ერთად სინგლი „Make Em Say".[10][11]

12 აგვისტოს ლატომ გამოაცხადა თავისი სადებიუტო ალბომის Queen of da Souf გამოშვების შესახებ. ის გამოვიდა 2020 წლის 21 აგვისტოს. მას წინ უძღოდა ორი სინგლი „Bitch from da Souf" და „Muwop". ალბომი აშშ-ს Billboard 200-ში 44-ე ადგილზე გავიდა. 4 სექტემბერს, ლატომ გამოუშვა ახალი რემიქსი Chloe x Halle-ისთან, Doja Cat-სა და City Girls-თან ერთად. ასევე მუსიკოსმა იმავე დღეს გამოუშვა G-Eazy-სთან ერთად სინგლი „Down".

2021 წლის დასაწყისში მუსიკოსმა სახელი შეიცვალა და „Latto“ დააირქვა.[12]

24 სექტემბერს ლატომ გამოუშვა წამყვანი სინგლი მისი მომავალი მეორე სტუდიური ალბომიდან, „Big Energy".[13] სიმღერა გახდა მუსიკოსის ყველაზე წარმატებული სიმღერა ჩარტებში და Billboard Hot 100-ში მე-3 ადგილზე გავიდა.

ლატოს მეორე სტუდიური ალბომი, 777, გამოვიდა 2022 წლის 25 მარტს.

2023 წლის 17 თებერვალს ლატომ გამოუშვა თავისი ახალი სინგლი „Lottery".[14]

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატომ მიიღო ნომინაციები საუკეთესო ახალი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელისთვის 2020 წლის BET Hip Hop Awards-ზე და საუკეთესო რეპ შემსრულებლისთვის 2022 წლის Billboard Music Awards-ზე.

მუსიკოსი დასახელდა MTV Global-ის საუკეთესო შემსრულებლად 2021 წლის თებერვალში და მოიგო BET ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში 2022 წელს. ლატომ მიიღო ნომინაციები საუკეთესო ახალი შემსრულებლის, Video For Good-ისა და საუკეთესო ჰიპ ჰოპ შესრულებლის კატეგორიებში 2022 MTV Video Music Awards-ზე. მუსიკოსის სინგლმა „Big Energy" მოიგო წლის სიმღერის ნომინაცია, ხოლო 777 ნომინირებული იყო წლის ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში 2022 წლის BET Hip Hop Awards-ზე. მუსიკოსი 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე იყო ნომინირებული საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში.[15]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Latto Biography, Songs, & Albums.
  2. Helfand R. Latto recruits Mariah Carey and DJ Khaled for “Big Energy Remix” // The FADERNYC: 2022. — ISSN 1533-5194
  3. Miss Mulatto on Turning Down Jermaine Dupri Deal: "It Wasn't Enough Money" (Part 3) - Hip Hot Hip Hop, March 17, 2018, https://hiphothiphop.com/miss-mulatto-on-turning-down-jermaine-dupri-deal-it-wasnt-enough-money-part-3/. წაკითხვის თარიღი: May 26, 2019 დაარქივებული May 26, 2019[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  4. Kid Cudi, Migos, And Travis Scott Headline Rolling Loud Miami 2019 (January 28, 2019). ციტირების თარიღი: May 26, 2019
  5. Cobb, Ashley. (June 3, 2019) Mulatto Announces New Album entitled: 'Big Latto'. ციტირების თარიღი: August 6, 2019
  6. Mulatto. (December 11, 2019) #HitTheLatto OUT NOW. ციტირების თარიღი: December 12, 2019
  7. Gunn, Tamantha. (March 24, 2020) Mulatto signs with RCA Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 18, 2021. ციტირების თარიღი: January 18, 2021
  8. Zidel, Alex. (July 28, 2020) Gucci Mane Reacts To Mulatto Recreating His Classic Album Covers. HotNewHipHop. ციტირების თარიღი: July 29, 2020
  9. Meet The Next Wave Of Female Rappers, Courtesy Of Cardi B's 'WAP' (August 11, 2020). ციტირების თარიღი: August 12, 2020
  10. Cline, Georgette (August 11, 2020). „XXL 2020 Freshman Class Revealed“. XXL. ციტირების თარიღი: August 11, 2020.
  11. Mulatto - 2020 XXL Freshman (August 11, 2020). ციტირების თარიღი: August 12, 2020
  12. „Mulatto Knows What Her New Stage Name Will Be (And Fans Have Already Guessed It)“. Billboard. ციტირების თარიღი: February 4, 2021.
  13. Latto Pays Homage To This Major Throwback Hit With New Single, "Big Energy" en-US. ციტირების თარიღი: November 20, 2021
  14. Latto Drops New Song "Lottery" f/ Lu Kala en-US (2023-02-17). ციტირების თარიღი: 2023-02-17
  15. 2023 GRAMMY Nominations: See The Complete Nominees List. ციტირების თარიღი: 2022-11-15