წვენწითელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Lactarius acris)
წვენწითელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:  ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი:  რძიანა სოკოები
სახეობა:  წვენწითელა
ლათინური სახელი
Lactarius acris

წვენწითელა (ლათ. Lactarius acris) — სოკოს სახეობა. ქუდი — 12 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ მრგვალად ამობურცული, შემდეგ — შუაში ჩაჭყლეტილი, მუქმურა-ყავისფერია, ყავისფერი მოყვითალომდე. ფირფიტები ღია ჟანგმიწისფერია.

იზრდება ნიადაგზე წიფნარებში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ დასამწნილებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 207, ISBN 99940-856-1-1.