KID Jesus

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
KID Jesus
ბიოგრაფია
წარმოშობა საქართველო
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ინდი-როკი
აქტიური 2012-დღემდე
წევრები ლევან შანშიაშვილი, ცოტნე ჩიქობავა, არჩილ შიოშვილი

KID Jesusქართული ალტერნატიული და ინდი-როკ ჯგუფი. ჩამოყალიბდა 2012 წელს, თბილისში, ლევან შანშიაშვილის (გიტარა, ვოკალი), ცოტნე ჩიქობავას (ბას-გიტარა) და არჩილ შიოშვილის (დასარტყმელი საკრავები) მიერ.

მუსიკოსები პირველად გადაცემის „აივანი“ მეორე სეზონში გამოვიდნენ, „თბილისი ივენთ ჰოლში“. 2012 წელს KID Jesus გახდა Tbilisi Newcomers 2012-ის გამარჯვებული.

2013 წელს KID Jesus იყო ერთადერთი ქართული ჯგუფი Tbilisi Open Air-ზე - იმავე დღეს გამოდიოდნენ Deep Purple, Infected Mushroom, ტრიკი და სხვები.

მოგვიანებით ჯგუფმა გამოსცა სინგლი „Hikikomori“. ამ დრომდე KID Jesus ძირითადად აკუსტიკურ კონცერტებს ატარებდა და მონაწილეობდა ადგილობრივ ფესტივალებზე. იგი აგრეთვე ხშირად ღებულობს მონაწილეობას ერთობლივ პროექტებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=KID_Jesus&oldid=4146527“-დან