KFC

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ქეი ეფ სი“ (KFC, სრული სახელი Kentucky Fried Chicken[1] [ითარგმნება როგორც: კენტუკის შემწვარი ქათამი]) — ამერიკული სწრაფი კვების რესტორანთა ქსელი, სათაო ოფისი მდებარეობს ლუისვილში, კენტუკში. სწრაფი კვების ობიექტი სახელგანთქმულია შემწვარი ხორცით. ეს არის მსოფლიოში სიდიდით მეორე რესტორნების ქსელი გაყიდვების მიხედვით, მაკდონალდსის შემდეგ. 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოს 150 ქვეყანაში ქეი ეფ სის 22 621 რესტორანი მდებარეობს.[2] ქსელი იამ ბრენდის (Yum! Brands) შვილობილი კომპანიაა. სწორედ ამ ბრენდს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ქსელები, როგორებიცაა Taco Bell, Pizza Hut და WingStreet.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარლანდ სანდერსი

ჰარლანდ სანდერსი დაიბადა 1890 წელს და გაიზარდა ფერმაში, ჰენრივილიში, ინდიანას შტატში (ლუისვილის, კენტუკის მიმდებარედ).[4] როდესაც სანდერსი ხუთი წლის იყო, მამა გარდაეცვალა და დედამ აიძულა საკონსერვო ქარხანაში ემუშავა. ამის გამო სანდერსი, როგორც უფროსი ვაჟი, ზრუნავდა თავის ორ უმცროს და-ძმაზე.[5] მუშაობის დროს სანდერსი მრავალ პროფესიას დაეუფლა. სახლის დატოვების შემდეგ, ცამეტი წლის ასაკში ისწავლა მომზადებაც. 1930 წელს ის დამკვიდრდა ჩრდილოეთ კორბინში, კენტუკის შტატში, სადაც ამზადებდა კერძებს, როგორებიცაა: შემწვარი ქათამი და შემწვარი ლორი. ის ოთხი წლის გამნავლობაში ამზადებდა საჭმელს საკუთარი თავისთვის, მალევე ლი შეიძინა პატარა სადგური და ექვს მაგიდიანი სასადილო გახსნა. 1936 წელს კენტუკის შტატის პოლკოვნიკმა, რუბი ლაფონმა სანდერსს საპატიო წოდება მიანიჭა.[6] 1937 წელს ჰარლანდმა რესტორანი გააფართოვა 147 ადგილამდე. მან რესტორანს Sanders Court & Café დაარქვა.

KFC ქვეყნების მიხედვით

Sanders Court & Café ზოგადად ემსახურებოდა მოგზაურებს, მაგრამ როდესაც ახალმა გზამ მის რესტორანს აუარა სანდერსმა ყველაფერი გაყიდა და ამერიკაში მოგზაურობა დაიწყო, რათა მისი რეცეპტები რესტორნების მეპატრონეებისთვის გაეზიარებინა. დამოუკიდებელი რესტორნები თითოეულ ქათამზე უხდიდნენ ოთხ (მოგვიანებით ხუთ) ცენტს, ჰარლანდს კი საშუალება ჰქონდა მენიუში კერძი თავისი სახელით შეეტანა და საიდუმლო ინგრედიენტი არ გაეზიარებინა. 1952 წელს მან რეცეპტი მეგობარს, პიტერ ჰარმანს გაუგზავნა, რომელმას საუთ სალთ ლეიქში, იუტას შტატში ერთ-ერთი უმსხვილესი რესტორანი გახსნა.[7] 150

დონ ანდერსონმა, ჰარმანის მიერ დაქირავებულმა მხატვარმა რესტორანს „Kentucky Fried Chicken“ დაარქვა, რითაც რესტორანი სხვა ადგილობრივებისაგან განასხვავა. ჰარმანმა დაწერა ფრაზა „თითის ლოკვა კარგია“ („It's finger lickin' good“) რაც შემდგომში ობიექტის ლოზუნგად იქცა. მან ასევე შემოიღო „სათლით კვება“. ისინი ფიქრობდნენ, რომ დიდი ზომის ქაღალდის სათლი მათთვის დამახასიათებელ ელემენტად უნდა ქცეულიყო.[8]

1963 წელს ქეი ეფ სის 600 რესტორანი ჰქონდა ამერიკის მასშტაბით. მოგვიანებით კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

KFC ცხელი ფრთები და ფრი

პროდუქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

KFC-ის ძირითადი პროდუქტი არის შემწვარი, ქათმის ძვლიანი ნაჭრები, რომელიც მომზადებულია პოლკოვნიკ ჰარლანდ სანდერსის „ორიგინალური რეცეპტით“, 11 მწვანილითა და სანელებლებით.[9] პროდუქტი, როგორც წესი, ხელმისაწვდომია ორი ან სამი ცალი ინდივიდუალური ულუფით, ან საოჯახო ზომის მუყაოს ყუთში, რომელიც ჩვეულებრივ მოიცავს 6-დან 16-მდე ქათმის ნაჭერს. იმ ადგილებში, რომლებიც მიჰყვებიან პოლკოვნიკ სანდერსის მიერ დამკვიდრებულ სისტემას, როგორიცაა კანადა და დიდი ბრიტანეთი, თითოეულ ქათამს ცხრა ნაჭრად ჭრიან.[10][11] ამერიკაში ეს შეიცვალა და გამოიყენებენ რვა ნაჭერს.[12] KFC-ს წესია, რომ თუ ქათამი 90 წუთში არ გაიყიდა, მას აღარ ყიდიან.[13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Keyser, Hannah (October 27, 2015). "12 Finger-Lickin' Facts About KFC - 8. "KFC" Doesn't Stand For Anything. Technically". Mental Floss. Retrieved January 2, 2020.
  2. "KFC: restaurants worldwide 2019". Statista. Retrieved May 14, 2020.
  3. "YUM! Brands, Form 10-K, Annual Report, Filing Date Feb 22, 2018". secdatabase.com. Retrieved May 3, 2018.
  4. Whitworth, William (February 14, 1970). "Kentucky-Fried". The New Yorker. Retrieved February 23, 2013.
  5. Klotter, James C. (2005).The Human Tradition in the New South. Rowman & Littlefield. p. 129. ISBN 978-0-7425-4476-5. Retrieved June 29, 2013.
  6. Smith, Andrew F. (December 2, 2011). Fast Food and Junk Food: An Encyclopedia of What We Love to Eat. ABC-CLIO. p. 612. ISBN 978-0-313-39394-5.
  7. Patty Henetz; Jenifer K. Nii (April 21, 2004)."Colonel's landmark KFC is mashed" . Deseret Morning News. Retrieved November 13, 2013.
  8. Darden, Robert (January 1, 2004). Secret Recipe: Why Kfc Is Still Cooking After 50 Years. Tapestry Press. pp. 12, 57–58, 101, 159, 175, 211. ISBN 978-1-930819-33-7.
  9. Tian, X. (2016). Managing International Business in China. Cambridge University Press. p. 218. ISBN 978-1-316-67764-3. Retrieved November 7, 2017.
  10. Nutrition Guide" (PDF)". KFC Canada. Archived from the original (PDF) on October 21, 2012. Retrieved February 23, 2013.
  11. KFC UK and Ireland (August 21, 2017). "Which pieces of chicken go into your KFC bucket?" – via YouTube.
  12. "Nutrition Calculator". KFC. Retrieved March 28, 2018.
  13. Stephens Balakrishnan, Melodena (2013). East Meets West: the World is Round and Time is Cyclic. Emerald Group Publishing. pp. 126–132. ISBN 978-1-78190-413-8.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=KFC&oldid=4432989“-დან