„I Want You“ — მარვინ გეის სიმღერა იმავე სახელის მქონე მე-14 სტუდიური ალბომიდან. სინგლის სახის გამოვიდა 1976 წელს. მუსიკის და ტექსტის ავტორები არიან ლეონ უერი და არტურ „T-Boy“ როსი. სიმღერამ მიაღწია მე-15 პოზიციას Billboard Hot 100-ში, პირველს Hot Selling Soul Singles-ში[1] და მეათეს Disco Singles Chart-ში.
ამერიკელმა მომღერალმა მადონამ და ინგლისურმა ჯგუფმა Massive Attack-მა ჩაწერეს ამ სიმღერის ქავერ-ვერსია, მარვინ გეისადმი მიძღვნილი ალბომისთვის Inner City Blues: The Music of Marvin Gaye, 1995 წელს. იგი გამოვიდა პრომო სინგლის სახით და შეტანილია მადონას კომპილაციაში Something to Remember და Massive Attack-ის Collected-ში.