ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი
ISET Policy Institute
აბრევიატურა ISET PI
შეიქმნა 2011 წელი
ტიპი კვლევითი ცენტრი
მიზანი შეიტანოს წვლილი ეკონომიკის, განათლების სისტემის, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით
დირექტორი თამარ სულუხია
მისამართი ზანდუკელის ქ.#16
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
თარგი:ISET PI ვებგვერდი

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET PI - ISET Policy Institute)არასამთავრობო ორგანიზაცია, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი ეკონომიკის დარგში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.[1]

ინსტიტუტი დაარსდა 2011 წელს ივ.ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაზაზე და მიზნად ისახავს შეიტანოს წვლილი ეკონომიკის, განათლების სისტემის, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით.[2]

ISET-ის კვლევით ინსტიტუტის ძირითადი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET) შორის არსებული მჭიდრო კავშირი უზრუნველყოფს ორივე ორგანიზაციის ინტელექტუალურ-ფინანსურ მდგრადობას.

ISET-ის კვლევით ინსტიტუტის საქმიანობის საგანს წარმოადგენს როგორც კვლევითი და საკონსულტაციო საქმიანობა, ისე ტრენინგებისა და დისკუსიების ორგანიზება საჯარო პოლიტიკის ირგვლივ.[3]

ინსტიტუტის კვლევების ძირითადი ნაწილი წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე მოვლენების საფუძვლიან ეკონომიკურ ანალიზს, რომელიც კომპლექსურ ეკონომიკურ მოდელებსა და უახლეს კვლევით მეთოდებს ემყარება.

ინსტიტუტში 20-ზე მეტი მკვლევარი-ეკონომისტია დაკავებული, მათ დიდ ნაწილს გააჩნია საერთაშორისო სადოქტორო ხარისხი (PhD) ეკონომიკაში. კვლევის ძირითადი მიმართულებებია:

  • მაკროეკონომიკური პოლიტიკა[4]
  • სოფლის მეურნეობის პოლიტიკა[5]
  • კერძო სექტორის ეკონომიკა[6]
  • განათლება და სოციალური პოლიტიკა[7]
  • ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის პოლიტიკა[8]
  • კერძო სექტორის პოლიტიკა[9]

ISET-ის კვლევით ინსტიტუტის პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა ძრითადი მიმართულებებისა ინსტიტუტი ახორციელებს პროექტებს, რომლთა მთავარი მიზანი ფართო საზოგადოებისთვის ეკონომიკური ცვლადების და მათი დინამიკის გასაგები ენით ახსნაა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყველაზე ცნობილი პროდუქტი ხაჭაპურის ინდექსი (Khachapuri Index)[10] ეხმარება საზოგადოებას გაიაზროს ინფლაციის არსი და თვალი ადევნოს მის განვითარებას. ისეთი პროდუქტები, როგორიც არის მომხმარებელთა ნდობის ინდექსი (Consumer Confidence Index)[11], ISET-ის ეკონომისტის ბლოგი, მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი (GDP Forecast) და ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა რეგულარულად ქვეყნდება ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში.

რეგულარული ინდექსები და ანალიტიკური პუბლიკაციები:[12][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აგრო მიმოხილვა
  • ბიზნესის ნდობის ინდექსი
  • მომხმარებელთა ნდობის ინდექსი
  • მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი
  • ხაჭაპურის ინდექსი
  • მაკროეკონომიკური მიმოხილვა
  • უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა

ინსტიტუტის პარტნიორები და დამკვეთები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პარტნიორებსა და დამკვეთებს შორის არიან:

  • საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და მულტილატერალური დონორები (Asian Development Bank[13], the World Bank, EU Delegation to Georgia, Global Development Network)
  • ბილატერალური დონორები (USAID, GIZ, Swiss Development Cooperation)
  • გაეროს სააგენტოები (UNICEF, UNFPA, UNDP, UNWomen)
  • საერთაშორისო ფონდები
  • სახელმწიფო სააგენტოები და სამინისტროები
  • კერძო სექტორის კომპანიების და ბიზნეს ასოციაციები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი არის ეკონომიკის ინსტიტუტების საეთაშორისო ქსელის FREE Network-ის (the Forum for Research on Eastern Europe and Emerging Economies)[14] წევრი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  2. http://online.tsu.edu.ge/ge/science/9916/?p=27
  3. http://gtarchive.georgiatoday.ge/news/21144/Top-Experts-Discuss-COVID-19-Impact-&-Challenges-on-Higher-Education-Sector
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  10. http://gtarchive.georgiatoday.ge/news/4276/ISET:-Khachapuri-Index-Increases-to-1.5%25
  11. http://gtarchive.georgiatoday.ge/news/23821/ISET-Business-Confidence-Index-%7C-New-Year%2C-New-Start%3F
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-28. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  14. https://www.hhs.se/site