Hypsogastropoda
Hypsogastropoda | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Nassarius tiarula Nassariidae-ს ოჯახიდან | ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Hypsogastropoda | ||||||||
|
Hypsogastropoda — ზღვის ლოკოკინების (მუცელფეხიანები) კლასის წარმომადგენელი კლადი, ისევე როგორც Caenogastropoda. კლადში შედის ორი დამატებითი კლადი და ერთი არაოფიციალური ჯგუფი: კლადი Littorinimorpha, არაფორმალური ჯგუფი Ptenoglossa და კლადი Neogastropoda.
დამახასიათებელია ოპერკულუმი, რომელიც წარმოდგენილია სპირალური და კონცენტრული ბირთვით. ნიჟარა 4 ხვეულით, მარჯვნივმბრუნი, გაბრტყელებული და მოგრძო კონუსის ფორმის, გლუვი ან უსწორმასწორო ზედაპირით. მახასიათებელია წინ წამართული პიკი. ნიჟარის კიდე გლუვზედაპირიანი, მცირედი წანაზარდებით. საერთო სიგრძე 8 სმ-მდე.
Hypsogastropoda-ს სახეობის წარმომადგენლები ძირითადად ბინადრობენ შიდაკონტინენტურ მომლაშო წყლებში. გავრცელებიას არეალს შეიძლება წარმოადგენდეს მცირე ზომის ტბები, მდინარეები, ზღვის სანაპიროები, ტროპიკული ჩანჩქერები, იზოლირებული მშრალი არეალის მდინარეები. იკვებებიან ბაქტერიებითა და ნარჩენებით.