„Happy New Year“ — შვედური პოპ-ჯგუფ ABBA-ს სიმღერა 1980 წლის ალბომიდან Super Trouper. წამყვან ვოკალს მასში ასრულებს აგნეტა ფელტსკუგი. თავდაპირველად სიმღერას ეწოდებოდა „Daddy Don't Get Drunk on Christmas Day“ (ინგლ.მამა, შობის დღეს არ დათვრე.[1] მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა 1980 წელს ჩაიწერა, ინგლისურენოვანი ვარიანტი არ გამოცემულა სინგლის სახით 1999 წლამდე.[2] შვედეთში მან #34, ხოლო ნიდერლანდებში - #15 პოზიცია დაიკავა.