Fourplay

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Fourplay

ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი სმუზ-ჯაზი
აქტიური 1991–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros.
Arista/Bluebird
Heads Up
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი fourplayjazz.com

Fourplay — თანამედროვე ამერიკული სმუზ-ჯაზ კვარტეტი. მისი ორიგინალური წევრები იყვნენ ბობ ჯეიმზი (კლავიშებიანები), ლი რიტენაური (გიტარები), ნეითან ისტი (ბასი) და ჰარვი მეისონი (დასარტყმელი საკრავები).[1] 1997 წელს რიტენაური ჯგუფიდან წავიდა და მას ლარი კარლტონი ჩაენაცვლა. 2010 წელს კარლტონის სანაცვლოდ ჯგუფში ჩალ ლები მოვიდა.[2]

Fourplay, გრემის ჯილდოს ნომინანტი, პოპულარული იყო რიტმ-ენდ-ბლუზის და პოპის ჯაზთან შეზავების გამო. მათი პირველი ალბომი, Fourplay, გაიყიდა მილიონზე მეტი ასლის ოდენობით და 33 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველ ადგილს „ბილბორდის“ თანამედროვე ჯაზის ჩარტში. შემდეგი, 1993 წლის Between the Sheets, პირველ ადგილზე მოხვდა, მიიღო ოქროს სტატუსი და გრემის ნომინაცია. 1995 წელს, მესამე, ასევე ოქროს სტატუსით აღნიშნული Elixir, მოხვდა პირველ პოზიციაზე და ჩარტში 90 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

Fourplay აშშ-ის კონგრესმა აღიარა, როგორც მუსიკალური ინდუსტრიის გამორჩეული შემსრულებელი - იგი არის თანამედროვე მუსიკის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელსაც კონგრესისგან ასეთი აღნიშვნა ხვდა წილად.[3]

2015 წელს გამოვიდა ჯგუფის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავი Silver, რომლის ჩაწერაში მიწვეული მუსიკოსების სახით რიტენაური და კარლტონიც მონაწილეობდნენ.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება გამოსვლის თარიღი ლეიბლი
Fourplay 1991 Warner Bros.
Between the Sheets 1993 Warner Bros.
Elixir 1995 Warner Bros.
The Best of Fourplay 1997 Warner Bros.
4 1998 Warner Bros.
Snowbound 1999 Warner Bros.
Yes, Please! 2000 Warner Bros.
Heartfelt 2002 Bluebird
Journey 2004 Bluebird
X 2006 Bluebird
Energy 2008 Heads Up
Let's Touch the Sky 2010 Heads Up
Esprit de Four 2012 Heads Up
Silver 2015 Heads Up

DVD-ები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • An Evening of Fourplay: Volumes I and II (1994)
  • Live in Cape Town (2005)
  • Live at San Javier Jazz Festival (2006)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yanow, Scott. Fourplay: Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-11-09.
  2. Lee Mergner. (February 15, 2010) Larry Carlton Leaving Fourplay. JazzTimes. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: September 8, 2011.
  3. Fourplay received their Congress Record. Whereseric.com (2007-04-01). ციტირების თარიღი: 2011-10-22.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fourplay&oldid=4253889“-დან