F0rest

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
f0rest
დაბადების სახელი პატრიკ ლინდბერგი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1988 (1988-06-10) (35 წლის)
მოქალაქეობა შვედეთის დროშა შვედეთი
პროფესია კიბერსპორტი
საქმიანობა კიბერსპორტსმენი

პატრიკ ლინდბერგი (შვედ. Patrik Lindberg; ასევე ცნობილია როგორც შვედ. f0rest; დ. 10 ივნისი, 1988) — შვედი კიბერსპორტსმენი, „Counter-Strike“ და „Counter-Strike: Global Offensive“-ის მოთამაშე. პატრიკმა თავისი კარიერა დაიწყო 2005 წელს. მან ფართოდ მოიხვეჭა რეპუტაცია კიბერსპორტში, როდესაც გახდა საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში.[1] ასევე აღსანიშნავია მისი გატარებული 4 წელი Fnatic-ში, პატრიკი დაეხმარა Fnatic-ს და გახადა დომინანტი გუნდი 2009 წელს, ასევე ამ წელს Fnatic გახდა მაღალ შემოსავლიანი გუნდი „Counter-Strike“-ს ისტორიაში. 2010 წლის მიწურულს პატრიკმა დატოვა Fnatic და შეუერთდა SK Gaming-ს, სადაც დარჩა 2012 წლის ივლისამდე. ცოტახანში პატრიკი გადავიდა „Counter-Strike:Global Offensive“-ში და შეუერთდა გუნდს Ninjas in Pyajamas.[2]

პროფესიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიკმა თავისი კარიერა დაიწყო 2005 წელს, როდესაც ჰქოდა დებიუტი სამხრეთ კორეაში World e-Sports Games-ზე, სადაც თამაშობდა შვედურ გუნდ Bergrip Gaming სთვის.Bergrip მა დაამარცხა ყველა მისი მოწინააღმდეგე Catch-Gamers ის ჩათვლით, გახდა ჩემპიონი და მოიგო 50,000 ამერიკული დოლარი.გამარჯვების შემდგომ პატრიკმა დატოვა სკოლა რადგან კონცენტრაცია მოეხდინა თავის „Counter-Strike“-ის კარიერაზე. პატრიკი ნომინირებული იქნა eSports Award 2005 ზე საუკეთესო მოთამაშის კატეგორიაზე. მან დატოვა Bergrip თავის თანაგუნდელთან Kristoffer „Tentpole“ Nordlund თან ერთად და შეუერთდა Fnatic-ს სადაც გახდა გუნდის სამუდამო წევრი.

პატრიკმა თავის პირველი წელი Fnatic-ში ჩაატარა წარმატებულად, სადაც გუნდმა გამოიმუშავა 100,000 ამერიკული დოლარი.2006 წელს Fnatic-მა მოიგო Cyberathlete Professional League ჩემპიონატი. ხოლო ვერცხლის მედალზე გავიდა Electronic Sports World Cup-ზე.პატრიკი კიდევ ერთხელ ნომინირებული იქნა კიბერსპორტის დაჯილოდოვებაზე, სადაც გახდა საუკეთესო „Counter-Strike“-ის მოთამაშე. 2010 წლის სეზონზე პატრიკმა და თავისმა გუნდელმა კრისტოფერ ალესუნდმა დატოვეს Fnatic და შეუერთდნენ SK Gaming-ს.

2012 წელს პატრიკი გადავიდა „Counter-Strike Global Offensive“-ში სადაც შეუერთდა გუნდს Ninjas in Pyjamas სადაც ის დღემდე თამაშობს, Ninjas in Pyjamas გახდა დომინანტი გუნდი „Counter-Strike: Global Offensive“ ში სადაც მათ მოიგეს 87თამაში მიყოლებით წაგების გარეშე. 2014 წელს Ninjas in Pyjamas-მა მოიგო უმაღლესი ტურნირი ESL One Cologne

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vilkan, Jonas Alsaker (September 4, 2007). „Patrik "f0rest" Lindberg: The best there is?“. GotFrag. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 23, 2012. ციტირების თარიღი: მარტი 18, 2016.
  2. Velazco, Gerardo (August 11, 2012). „NiP comes back for CS:GO“. SK Gaming. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2015. ციტირების თარიღი: მარტი 18, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=F0rest&oldid=4439395“-დან