Tanelorn

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Defenders Of Tanelorn)

Tanelorn
ბიოგრაფია
წარმოშობა თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი მელოდიური დეზ მეტალი
წევრები მიხეილ ჩიკვილაძე
რევაზ დეკანოზიშვილი
გიორგი ერაძე
რომან კასუმოვი
გიორგი სარქისოვი
ვადიმ კუროჩკინი
ყოფილი წევრები ნინო ესიავა
გიორგი სამადაშვილი
ანდრეი ნავასარდოვი
არტურ სტეფანიანი
სერგეი იუნკინი
დიმიტრი ელისეევი
საიტი myspace.com/tanelorngeo

Tanelorn — ქართული მელოდიური დეზ-მეტალ ჯგუფი, რომელიც 2001 წლის 7 იანვარს ჩამოყალიბდა რევაზ დეკანოზიშვილის და ვადიმ კუროჩკინის მიერ. ჯგუფს თავიდან ერქვა Tanelorn, ამ სახელით ჯგუფმა რამდენიმე სიმღერა ჩაწერა, ესენია The Gathering, Apocalyptic Powerhead. 2003 წელს ჯგუფმა დაკარგა ვოკალისტი, პიანისტი, გიტარისტი და ბასისტი. ამ დროს რევაზ დეკანოზიშვილმა ჯგუფში მოიწვია ვოკალისტი მიხეილ ჩიკვილაძე, პიანისტი გიორგი სარქისოვი და გიტარისტი არტურ სტეფანიანი, ხოლო მიხეილ ჩიკვილაძემ ჯგუფში მოიყვანა რომან კასუმოვი და ასე ჩამოყალიბდა ახალი შემადგენლობა, ამ დროს ჯგუფმა შეიცვალა სახელი და დაირქვა Tanelorn.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 - 2007 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს წლები ჯგუფისთვის განსაკუთრებულად შემოქმედებითი იყო, რადგან ჯგუფმა ამ დროს ჩაწერა თავიანთი პირველი ალბომი (Broken Promises And Fates) და იყო ტურნეზე უკრაინასა და მოლდოვაში, მაგრამ 2007 წელს ჯგუფმა დაკარგა გიტარისტი და პიანისტი. უკრაინაში ჯგუფმა დაუკრა კლუბ Bingo-ში,სადაც ასევე უკრავდნენ: Die Apokalyptischen Reiter, Gloom Of Doom და Amorphia. მოლდოვაში კერძოდ კიშინევში Tanelorn-მა გამართა სოლო კონცერტი.

უცხოურ პუბლიკაზე ჯგუფმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა რაზეც მეტყველებს ის ფაქტი,რომ ერთ-ერთ კონცერტზე მათ 8,000 მსმენელი ესწრებოდა.

2008 - 2009 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევაზ დეკანოზიშვილმა 2008 წელს ჯგუფში მოიწვია ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ ტალანტური პიანისტი ნინო ესიავა. ის მაყურებელს გაეცნო 2008 წლის 1 ივნისს BlitzKrieg MetalFest-ზე. 2008 წლის მიწურულს, ჯგუფში მოვიდა გიორგი ერაძე. ჯგუფმა 2009 წლის 6 ივნისს აკაკი ხორავას სახელობის თეატრში ჩაატარა კონცერტი, რომლის შემდეგაც გიორგი სარქისოვი ჯგუფში დაბრუნდა.

Tbilisi Alter/Vision/NewComers 2009[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

23 ოქტომბერს ჯგუფმა გამართა კონცერტი სპორტის სასახლეში, რომელიც Step Records-ის მიერ იყო დაგეგმილი. 23 ოქტომბერს ჯამში 14 ჯგუფი გამოვიდა, ამათგან 12 ქართული ჯგუფი იყო, ასევე მოწვეული იყო Cynic Guru (ისლანდია) და Temple Hedz (დიდი ბრიტანეთი).

ახალი ალბომი "Burden Divine"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის დასაწყისში ჯგუფმა დაიწყო სტუდიაში თავიანთ პირველ სრულმეტრაჟიან ალბომზე მუშაობა,რომელსაც ეწოდა Burden Divine(შედგება 8 სიმღერისგან),ალბომის ჩაწერამ 3 თვემდე გასტანა,დღესდღეობით ყველა სიმღერა არანჟირებულია რაზეც ალექსანდრე მენაბდემ და ჯგუფის წევრებმა იზრუნეს,ალბომის გამოშვების თარიღი ლეიბლის არქონის გამო ჯერჯერობით უცნობია.

2010 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფმა 2010 წელს საკმაოდ ბევრი კონცერტები გამართა,მათ შორის არის Caucasus Plays Deep Purple რომელიც ჩატარდა Locomotive Promotion-ის მიერ,ასევე Tanelorn–მა დაუკრა კონცერტზე სადაც ჩამოყვანილი იყო Nintendo-Core-ს ფუძემდებელი ჯგუფი HORSE The Band.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები
  • Broken Promises And Fates (2006)
  • Burden Divine (2012)
სინგლები
  • Forgotten Soul (2009)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Tanelorn&oldid=4621277“-დან