Cigarettes After Sex

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Cigarettes After Sex

გრეგ გონზალესი 2017 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ელ-პასო, ტეხასი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი, ემბიენტი, შუგეიზინგი, დრიმ პოპი
აქტიური 2008-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Partisan Records
Spanish Prayers
წევრები გრეგ გონზალესი
რენდალ მილერი
იაკობ ტომსკი
ყოფილი წევრები ფილიპ ტუბსი
გრეგ ლია
სტივ ჰერადა
ემილი დევისი
საიტი cigarettesaftersex.com
Cigarettes After Sex ვიკისაწყობში

Cigarettes After Sexამერიკული ინდი როკ-ჯგუფი. დაარსდა 2008 წელს გრეგ გონზალესის მიერ. მისი თქმით, ის „მეგობრობდა“ ქალთან, რომელიც ხშირად ეწეოდა სიგარეტს და ბენდის სახელიც სწორედ აქედან წარმოიშვა.[1] ჯგუფი ცნობილია თავისი მსუბუქი და მომადუნებელი მუსიკალური სტილით, გონზალესის „ანდროგენული“ ხმით და ტექსტებით, რომლებიც რომანტიკასა და სიყვარულზეა დაფუძნებული.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენდი გრეგ გონზალესმა 2008 წელს ელ-პასოში, ტეხასის შტატში ჩამოაყალიბა. [2][3][4] მან პირველი EP ტეხასის უნივერსიტეტში ყოფნის დროს ჩაწერა, რომელიც 2012 წელს გამოვიდა. გონზალესმა მას "უბრალო შემთხვევა, ერთგვარი ექსპერიმენტი" უწოდა.[2]

2015 წელს გონზალესი ბრუკლინში, ნიუ იორკში გადავიდა, სადაც ბენდმა სინგლი "Affection" და ამერიკული როკ-ჯგუფის REO-ს სიმღერის "Keep On Loving You", ქავერი ჩაწერა.[5][6] ამის შემდეგ ბენდი პოპულარული გახდა Youtube-ზე, რასაც მოჰყვა ცოცხალი წარმოდგენები ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2017 წლის 9 ივნისს ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ალბომი „Cigarettes After Sex“ გამოუშვა.[2][7]

2019 წლის 25 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომი „Cry“ და სინგლი "Heavenly".

2020 წელს ჯგუფმა გამოუშვა სინგლი "You're All I Want"; ორი წლის შემდეგ, 2022 წლის ნოემბერში კი სინგლი სახელწოდებით "Pistol".[8]

ჯგუფის უახლესი სინგლი, "Bubblegum" 2023 წლის ივლისში, "Stop Waiting"-თან ერთად გამოვიდა.[9]

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრეგ გონზალესი — ვოკალი, ელექტრო გიტარა, აკუსტიკური გიტარა, ბას გიტარა, სიმღერების ავტორი
  • რენდალ მილერი — ბას გიტარა
  • იაკობ ტომსკი — დასარტყამი

ყოფილი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფილიპ ტუბსი — კლავიში, ელექტრო გიტარა
  • გრეგ ლეა — დასარტყამი
  • სტივ ჰერადა — კლავიში
  • ემილი დევისი — აკუსტიკური გიტარა

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]