BMP-1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
BMP-1
Victory park (Kazan) (262-9).jpg
BMP-1
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 13
ეკიპაჟი, კაცი 3 ადამიანი
დესანტი, კაცი 8
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1966—1988
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1966-დღემდე
გამოშვების რაოდენობა 20000[1]
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2940
სიმაღლე, მმ 2068
კლირენსი, მმ 3660
ჯავშანი
კორპუსის შუბლი (ზედა), მმ/გრად. 7 / 80°
კორპუსის შუბლი (ქვედა), მმ/გრად. 19 / 57°
კორპუსის ბორტი (ზედა), მმ/გრად. 16 / 14°
კორპუსის ბორტი (ქვედა), მმ/გრად. 18 / 0°
კორპუსის კიჩო (ზედა), მმ/გრად 16 / 19°
კორპუსის სახურავი, მმ 6
იარაღის ნიღაბი, მმ/გრად. 26-33
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 73მმ
ქვემეხის ტიპი გლუვლულიანი
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 40
ВН კუთხეები, გრად. −4…+30°
მიზანი 1ПН22М1
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ პკტ
სხვა შეიარაღება ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა 9М14М «Малютка»
მობილურობა
ძრავის ტიპი 6 ცილინდრიანი დიზელის
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 300
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 65
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 550—600
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 21,5—23,1

BMP-1 — საბჭოთა ქვეითთა პირველი საბრძოლო მანქანა. მას ნატომ მ1967 ნომერაცია მიანიჭა.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

50-იან წლებში საბჭოთა არმიის მექანიზირებული ქვეითთა ბრიგადები თითქმის იდენტურნი იყვნენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი წითელი არმიის მექანიზირებულ ბრიგადებთან, ამ ბრიგადებში ჯავშანტრანსპორტიორები ასრულებდნენ ერთგვარი "ბრძოლის ველის ტაქსის ფუნქციას" ისინი ტანკებს ახლო მანძილზე მიჰყვებოდნენ თუმცა მტრის გამოჩენის თანავე ისინი თავის ქვეითებს დესანტირებას უკეთებდნენ და ბრძოლის ველს ტოვებდნენ.

თუმცა საბჭოთა ჯარს სჭირდებოდა ისეთი მანქანა რომელიც ბრძოლის ველზე ტანკებთან ერთად დარჩებოდა და შედარებით მსუბუქ სამიზნეებს გაანადგურებდა, არსებულ ჯავშანტრანსპორტიორებს ამის გაკეთება არ შეეძლოთ, რადგან მათ ამისთვის საჭირო არც შეიარაღება გააჩნდათ და მითუმეტეს ჯავშანი და დაცულობა.

ახალი საბრძოლო მანქანის შემუშავების მოთხოვნა ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, მოთხოვნები ახალი საბრძოლო მანქანისათვის საკმაოდ მკაცრი და იმ დროისთვის რთული შესასრულებელი იყო: ახალ საბრძოლო მანქანას საკმარისი ჯავშანი უნდა ჰქონოდა რომ გაეძლო 0.50 კალიბრიანი ტყიამფრექვევებისათვის, ან თუნდაც 20-23 მილიმეტრიანი ქვემეხის ტყვიებისათვის, მას ასევე ძლიერი შეიარაღება უნდა ჰქონოდა რათა დესანტირებული ქვეითებისათვის საცეცხლე მხარდაჭერა გაეწია, ამასთანავე ის სწრაფი და მობილური უნდა ყოფილიყო და ამ ყველაფერთან ერთად ცურვაც უნდა შესძლებოდა.

1959 და 1960 წლებს შორის უამრავი ბეემპეს პროტოტიპი იქნა შემუშავებული მრავალი ქარხნის მიერ, საბოლო ჯამში არჩეული იქნა ობიექტი 764, საბჭოთა გენერლებს მოეწონათ მისი მობილურობა და შეიარაღება, ასევე მათ ძალიან მოეწონათ ის ფაქტი რომ დესანტი ძალიან მარტივად ტოვებდა ბეემპეს უკანა ორი კარით. ბეემპე წარმოებაში ჩაშვებული იქნა 1965 წელს და შეირაღებაში 120 მოტომსროლელთა ბრიგადამ 1966 წელს მიიღო.

კონსტრუქციის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BMP-1 არის სრულიად ამფიბიური ქვეითთა საბრძოლო მანქანა, მას ძრავა წინ გააჩნია, კოშკურა შუაში ხოლო დესანტის განყოფილება უკან. ბეემპეს მძღოლს სამი TNPO-170 პერესკოპი აქვს, მისი შეცვლა TVNO-2 ღამის ხედვის ხელსაწყოთიც შეიძლება, მეთაურს TKN-3B ბინოკლი გააჩნია ასევე მის განკარგულებაში R-123M რადიო შედის.მსროლელს, რომლის პოზიცია კოშკურიდან შედარებით მარცხნივ არის, გააჩნია 1PN22M1 პერისკოპული სამიზნე, ასევე 1PN22M1 სამიზნე რომელსაც ღამის ხედვის რეჟმიში მაქსიმალური მანძილი 400 მეტრი აქვს, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმშ 900 მეტრი.

ბმპ-1 ის ძირითად შეიარაღებას წარმოადგენს 73 მილიმეტრიანი 2A28 ნახევრად ავტომატური ქვემეხი. მისი საბრძოლო მარაგი 40 გასროლაა და სროლის საშუალო ტემპი 8-10 გასროლა წუთში.მის ჭურვს შეუძია გახვრიტოს 60-იანი წლების ნატოს ქვეყნების წარმოების ტანკები, მათ შორის მ48 და ლეოპარდ 1 ტანკების წინა ჯავშანი, ბეემპეს ასევე გააჩნია 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი პკტ რომლის მარაგიც 2000 ტყვიას შეადგენს.

ასევე ბეემპეს შეიარღებაში შედის 9M14 Malyutka რაკეტა, მისი საბრძოლო მარაგია 4 რაკეტა, მისი გამოყენება ღამით შეუძლებელია რადგან მას უბრალოდ არ გააჩნია ღამის სამიზნე, ასევე რაკეტის მართვა გამოუცდელი ეკიპაჟისთვის საკომაოდ რთულია და ბევრ ვარჯიშს მოითხოვს.

ბმპს დესანტს 8 ჯარისკაცი წარმოადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მანქანაში დესანტისთვის დიდი ადგილა არაა, ამიტომ სრულიად ეკიპირებული ჯარისკაცისათვის ბეემპედან დესატირება არ არის მარტივი.

BMP-1ს საშუალო დონის მობილურობა ახასიათებს, მას 300 ცხენისძალიანი ძრავი გააჩნია, მაქსიმალური სიჩქარე ხმელეთზე 65 კილომეტრი საათშია ხოლო წყალში 8 კილომეტრი საათში, მას თავისუფლად შეუძია უგზოობაზე, თოვლში და წყალზე გადაადგილება. მიუხედავად იმისა რომ იდეაში ბეემპეს დანიშნულება ქვეითთა მხადაჭერაა, მისი ჯავშანი არ გამოირჩევა ამტანობით, თუმცა ჯავშანის ხარისხი დამოკიდებულია მწარმოებელ ქვეყანაზე და გამოშვების წელზე, იდეაში ბეემპეს წინა ჯავშანს უნდა გაეძლო ავტომატური ქვემეხების ტყვიებისათვის, ეს ზოგ შემთხვევაში ასეც იყო, მაგალითან 1973 წლის ოქტომბრის ომის დროს ბეემპეს წინა ჯავშანმა შესძო 12.7 მილიმეტრიანი ტყვიების შეჩერება, თუმცა უკანა და გვერდითა ჯავშანს ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნდათ. ასევე 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს ამერიკული მ2 ბრედლი ქვეითთა საბრძოლო მანქანები ადვლად ანადგურებდნენ ერაყულ ბეემპე 1 ებს 25 მილიმეტრიანი ქვემეხის ტყვიებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. militaryparitet.com. წაკითხვის თარიღი: 13 December 2009.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BMP-1&oldid=3303676“-დან