B.R.I.G.A.D.

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
B.R.I.G.A.D.
ჟანრი პოლიცური
ავტორი ოლივიე მარვო
ჟან მარკ ოკლერი
სცენარი ოლივიე მარვო
ჟან მარკ ოკლერი
რეჟისორი მარკ ანჯელო
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ენა ფრანგული
სეზონი 2
სერია 12
წარმოება
ხანგრძლივობა 52 წუთი


B.R.I.G.A.D.ფრანგული პოლიციური ჟანრის ტელესერიალი. სერიალი შედგება ორი სეზონისგან, 12 ეპიზოდისაგან და თითოეული სერია 52 წუთიანია. პირველად ეკრანებზე გამოჩნდა France 2-ის ეთერში და გადაიცემოდა 2000 წლის 10 ნოემბრიდან 2004 წლის 4 აგვისტომდე. შემდგომ ასევე ნაჩვენები იქნა ფრანგულ ტელეარხებზე 13ème Rue, Jimmy, France 4, NT1, NRJ 12, Planete Justice, RMC Story, ACTION.

საქართველოში, ქართულ ენაზე დუბლირებული ვერსია გადაიცემოდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

ტელესერიალის რეჟისორი არის მარკ ანჯელო[1], რომელმაც ორ სეზონად გადაიღო ოლივერ მარვოსა[1] და ჟან მარკ ოკლერის[1] მიერ 12 ეპიზოდად დაწერილი სცენარი. სცენარის დამაჯერებლობის და რეალურობის უზრუნველსაყოფად, ავტორები პროექტზე მუშაობისას კონსულტაციებს გადიოდნენ RAID-ის წევრებთან.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალში მოთხრობილია საფრანგეთის ეროვნული პოლიციის გამოგონილი სპეციალური საპოლიციო ჯგუფის შესახებ, რომელიც კრიზისულ შემთხვევებში ერთვება მძევლების გათავისუფლების და დამნაშავეების გაუვნებელყოფის სპეციალურ ღონისძიებებში. სერიალში მოთხრობილ ქვედანაყოფს ჰქვია B.R.I.G.A.D. რომელიც არის ფრანგული აბრევიატურა და ნიშნავს „Brigade - Recherche - Intervention - Gestion - Assistance – Dissuasion“ (გამოძიების - ინტერვენციის - მართვის - დახმარების - შეკავების ბრიგადა)

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Caption text
მსახიობი როლი სეზონი
ჟან-კლოდ ადელინი პოლ კაროსკი
ჟან-ივ გოტიე მორინი
ჟან-ფრანსუა ფაგური მარიუსი
დენ ჰერცბერგი პატრიკ ბალარდი
ფილიპ დე ჟანერანი ჟან-ფრანსუა კარლენი
ალენ ფიგლარცი მორტიე
ინგრიდ შოვენ ჟულია ლენტირი სეზონი 1
ალისია ალონსო სილვია
სერჟ მარტინა კომისარი სეზონი 2

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სეზონი (2000 წელი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Le Stratagème chinois
  2. La Secte des lunes
  3. Deux filles en cavale
  4. Le Forcené
  5. Point bombe
  6. Mutinerie

მეორე სეზონი (2002 წელი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dialogue de sourds
  2. Noces rouges
  3. Petite môme
  4. Sur le fil du rasoir
  5. Le Fortin
  6. Pavillon noir

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=B.R.I.G.A.D.&oldid=4159074“-დან