Antiquity (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Antiquity (ქართ. ანტიკურობა) — ბრიტანული აკადემიური ჟურნალი, რომელიც ეძღვნება არქეოლოგიას.[1] იგი წელიწადში ექვს გამოცემას აქვეყნებს, რომელიც მოიცავს თემებს მსოფლიოს ყველა ისტორიული პერიოდის შესახებ. მისი ამჟამინდელი რედაქტორია რობერტ ვიტჩერი, დარემის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან ჟურნალს აქვეყნებს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Antiquity“ დააარსა ბრიტანელმა არქეოლოგმა ო. გ. ს. კროუფორდმა 1927 წელს.[2] ჟურნალის მფლობელობაშია რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Antiquity Trust.[3] ამჟამინდელი მზრუნველები არიან გრემი ბარკერი, ემი ბოგარდი, რობინ კონინგემი, ბარი კუნლიფი, რობერტა გილქრისტი, კრის გოსდენი, ენტონი ჰარდინგი, პოლ მელარსი, მარტინ მილეტი, ნიკი მილნერი, სტეფანი მოზერი და კამერონ პეტრი.[4]

რედაქტორების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ო. გ. ს. კროუფორდი (1927–1957)[5]
  • გლინ დანიელი (1958–1986)[6]
  • კრისტოფერ ჩიპინდალი (1987–1997)[7]
  • ქეროლაინ მელოუნი (1998–2002)[8]
  • მარტინ კარვერი (2003–2012)[9]
  • კრის სკარი (2013–2017)[10]
  • რობერტ ვიტჩერი (2018 – დღემდე)[11]

სარედაქციო საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Antiquity“-ის სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში შედის 25 წევრი ავსტრალიიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ახალი ზელანდიიდან, ფილიპინებიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან. [12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stankus, T. (2002). Journals of the Century, Haworth Information Press serials librarianship. Haworth Information Press, გვ. 141–150. ISBN 978-0-7890-1134-3. 
  2. Bailey, G.N.; Harff, J.; Sakellariou, D. (2017). Under the Sea: Archaeology and Palaeolandscapes of the Continental Shelf, Coastal Research Library. Springer International Publishing, გვ. 426. ISBN 978-3-319-53160-1. 
  3. „The Antiquity Trust – Antiquity“. Antiquity. 35 (138): 90. June 1961. doi:10.1017/S0003598X00035948. ISSN 0003-598X.
  4. Antiquity. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2018
  5. (25 February 2014) Journals of the Century. Routledge, გვ. 146–. ISBN 978-1-317-72014-0. 
  6. (1 December 2007) „Daniel, Prof. Glyn Edmund, (23 April 1914–13 Dec. 1986), Fellow of St John’s College, Cambridge, since 1938; Disney Professor of Archæology, University of Cambridge, 1974–81, Emeritus Professor since 1981 (Lecturer, 1948–74)“, Who Was Who. Oxford University Press. DOI:10.1093/ww/9780199540884.013.u163397. 
  7. CHIPPINDALE, Christopher Ralph. Who's Who 2013. A & C Black (November 2012). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2013
  8. MALONE, Dr Caroline Ann Tuke, (Mrs S. K. F. Stoddart). Who's Who 2013. A & C Black (November 2012). ციტირების თარიღი: 18 ივლისი, 2013
  9. (1 December 2007) „Carver, Prof. Martin Oswald Hugh, (born 8 July 1941), Professor of Archaeology, University of York, 1986–2008, now Emeritus“, Who's Who. Oxford University Press. DOI:10.1093/ww/9780199540884.013.43810. 
  10. Prof CJ Scarre (15 April 2017). ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2018
  11. Dr RE Witcher - Durham University ინგლისური. www.dur.ac.uk. ციტირების თარიღი: 2018-11-08
  12. Editorial board (12 February 2018). ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2018