Ajax

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
AJAX-ის ლოგო

Ajax — არ არის პროგრამირების ენა, მაგრამ ის არის უკეთესი, უფრო სწრაფი და ინტერაქტული ვებ პროგრამების შექმნის ტექნოლოგია. ამ ენის შესასწავლად საჭიროა HTML / XHTML და JavaScript-ის ცოდნა. Ajax-ის დახმარებით JavaScript-ს შეუძლია დაუკავშირდეს სერვერს XMLHttpRequest ობიექტის გამოყენებით. ამ ობიექტის დახმარებით, JavaScript-ს შეუძლია ივაჭროს ვებ სერვერით, გვერდის განახლების გარეშე.

Ajax იყენებს ასინქრონიზებულ მონაცემთა გადაცემას ბრაუზერსა და ვებ სერვერს შორის და საშუალებას აძლევს ვებ გვერდს სერვერიდან მოითხოვოს ინფორმაციის მხოლოდ ის ბიტები, რომლის მიმოხილვაც სურს მომხმარებელს.

Ajax ტექნოლოგია ინტერნეტ პორგრამებს აქცევს უფრო პატარა, სწრაფ და მომხმარებელზე მორგებულ პროგრამებად.

ვებ სტანდარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ajax–ი ეყრდნობა შემდეგ ვებ–სტანდარტებს:

Ajax-ში გამოყენებული ვებ–სტანდარტები კარგადაა განსაზღვრული და უზრუნველყოფილია ყველა ბრაუზერის მიერ. Ajax-ის პროგრამები არიან ბრაუზერისგან და პლატფრომისგან დამოუკიდებელი.

Ajax, როგორც უკეთესი ინტერნეტ პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი ვებ პროგრამა სხვა სისტემურ პროგრამებზე სასარგებლოა, რადგან ეს პროგრამები არის ადვილად დასაყენებელი, უზრუნველყოფილი და ადვილად შესაქმნელი. თუმცა ინტერნეტ პროგრამები არ არის ყოველთვის „მდიდარი“ და მომხმარებელზე მორგებული, ისე, როგორც სისტემური პროგრამები. Ajax-ით ინტერნეტ პროგრამები შესაძლოა გახადოთ უფრო მდიდარი და მომხმარებელზე მორგებული.

HTTP დაკავშირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისათვის რომ შეძლოთ Ajax-ის შესაძლებლობების გამოყენება საჭიროა გამოიყენოთ ბრაუზერი რომელშიც შესაძლებელია Ajax ბრძანებების აღქმა ე.ი. უნდა ჰქონდეს Ajax ენის სრული მხარდაჭერა. Ajax-ის გამოყენება ხდება JavaScript-ის მსგავსად HTML დოკუმენტში <script></script> ტეგებს შორის. Ajax კოდის წერისას პირველ რიგში საჭიროა დავუკავშირდეთ HTTP-ს

<html>
<head>
<script>
var httprequest;
httprequest=XMLHttpRequest();
</script>
</head>
</html>

ასევე ყურადღება მიაქციეთ კოდში დიდი ასოების გამოყენებას რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს,მაგალითად XMLHttpRequest() ბრძანება აუცილებლად უნდა იყოს ზუსტად ასეთი სახით და არ უნდა იქნეს დიდი ასოების ნაცვლად პატარა რეგისტრის ასოები გამოყენებული რადგან ეს კოდში შეცდომას.

მაგალითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

<html>
<head>
<script>
var httprequest;
xmlrequest=XMLHttpRequest();
httprequest.onreadystatechange=function(){
document.getElementById("place").InnerHTML=httprequest.responseText;
}
httprequest.open("GET","request.php",true);
httprequest.send();
</script>
</head>
<body>
<div id="place"></div>
</body>
</html>

ზემოთ მოცემულ მაგალითში პირველად ხდება HTTP პროტოკოლთან დაკავშირება, შემდეგ ფუნქციში httprequest.onreadystatechange იწერება ჩვენს მიერ შექმნილი რაიმე ფუნქცია რომელიც უნდა შესრულდეს სკრიპტის გაშვების პროცესში. შემდეგი ბრძანება არის document.getElementById("place).InnerHTML=httprequest.responseText;. ამ ბრძანებაში მითითებულია რომ დოკუმენტში,იქ სადაც ელემენტის Id იქნება "place" გამოვა სკრიპტის მიერ შესრულებული ბრძანების შედეგი და აქ მთავრდება ფუნქცია,ამის შემდეგ ბრძანება httprequest.open("GET","request.php",true) გამოიყენება ფაილის გასახსნელად საიდანაც მიღებული შედეგი გაიგზავნება იქ სადაც ელემენტის Id იქნება "place". GET არის ფაილის გახნის მეთოდი რომლის დროსაც შესრულებული ბრძანება აისახება ბრაუზერის მისამართის ველში. request.php არის ფაილი რომლისგანაც მიღებული შიგთავსი გაიგზავნება ელემენტში რომლის Id არის "place". მესამე არგუმენტი true არის სინქრონიზაციის აღმნიშვნელი,ე.ი. ბრძანებები შესრულდება სინქრონულად და თანმიმდევრობით(მნიშვნელობა შეიძლება იყოს ასევე false რომელიც წინა არგუმენტის საპირისპირო მნიშვნელობისაა). შემდეგ არის ბრძანება httprequest.send(). ეს ბრძანება გამოიყენება მონაცემების გასაგზავნად თუმცა წინა მაგალითში ის არანაირ მონაცემებს არ აგზავნის request.php ფაილში რადგან როდესაც მეთოდი არის GET ამ შემთხვევაში ამ ბრძანების ფუნქციას ითვისებს httprequest.open ფუნქცია რაც განხილული იქნება შემდეგ მაგალითებში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ajax&oldid=3159594“-დან