ოთხმოცდაცხრა — ოთხმოცდამეცხრე ნატურალური რიცხვი. არის ოთხმოცდარვის მომდევნო და ოთხმოცდაათის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 89. 89 არის კენტი და მარტივი რიცხვი. სიტყვა „ოთხმოცდაცხრა“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ოთხი ოცი და ცხრა (იგულისხმება ოთხმოცზეცხრა ერთეულით მეტი).