ოთხმოცდარვა — ოთხმოცდამერვე ნატურალური რიცხვი. არის ოთხმოცდაშვიდის მომდევნო და ოთხმოცდაცხრის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 88. 88 არის ლუწი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „ოთხმოცდარვა“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ოთხი ოცი და რვა (იგულისხმება ოთხმოცზერვა ერთეულით მეტი).