2С19 Мста-С

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
2008 წლის გამარჯვების აღლუმი(მოსკოვი)

2S19 Msta (რუსულად Мста) — 152 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომელიც შეიქმნა საბჭოთა კავშირში (რუსეთი). შეიარაღებაში მიიღეს 1989 წელს. შასად გამოყენებულია T-80, ხოლო ძრავად კი T-72 750 ცხძლ. V-12 ტიპის ძრავი არსებობს მისი ნატოს კალიბრის მქონე მოდიფიკაცია 2S30 Iset, რომელსაც 155 მმ ქვემეხი აქვს, რომელიც განკუთვნილია ექსპორტისთვის რუსეთის მიერ.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2С19 «Мста-С» შეიქმნა მოძველებული ჰაუბიცის 2С3 «Акация»-ის ჩასანაცვლებლად. 1980-იანი წლების დასაწყისში ГРАУ-მ დაავალა ურალის ქარხანას (УЗТрМ) შეემუშავებინა ახალი 152.4 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა იმ დროისთვის არმიაში შემავალი T-72-ის და T-80-ის შასიზე და აგრეგატებზე. მთავარი კონსტრუქტორი გახდა იური ვასილის ძე ტომაშოვი.

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანადგარი გამიზნულია გაანდაგუროს საარტილერიო და ნაღმსატყორცნი ბატარეები, ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, ქვეითები, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, სამართავი ცენტრები, საფორტიფიკაციო ნაგებობები და ასევე დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგეს ღრმა ზურგში. მას შეუძლია გახსნას ცეცხლი ღია და დახურული პოზიციებიდან.

ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბელორუსია - 13
  • ინდოეთი
  • უკრაინა - 40 2С19
  • ეთიოპია - 10 2С19
  • საქართველო - 1 2С19

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]