ცხრამეტი — მეცხრამეტე ნატურალური რიცხვი. არის თვრამეტის მომდევნო და ოცის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 19. 19 არის კენტი და მარტივი რიცხვი. სიტყვა „ცხრამეტი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ათ-ცხრა-მეტი (იგულისხმება ათზეცხრა ერთეულით მეტი).