ჰუსნიაკოვოს ბორცვი
ჰუსნიაკოვოს ბორცვი (ხორ.: Hušnjakovo brdo) — პალეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლი. არქეოლოგიური ძეგლი თავდა პირველად დრაგუტინ გორიანოვიჩ-კრამბერგერმა აღმოაჩინა, რომელიც გათხრებს 1899-1905 წლებში აწარმოებდა და შედეგად გამოსცა ორი მონოგრაფია, რომლებიც აქ აღმოჩენილი ნეანდერტალელების შესახებ პირველი პუბლიკაციები იყო. თავად პრეისტორიული ძეგლი მდებარეობს ჩამონგრეულ მღვიმეში, რომელიც ჩაფლული იტო ქვიშაქვის ნაშალში და ხორვატული ზაგორიადან გადაყურებდა მდინარე კრაპინას.[1]
კრაპინა ნეანდერტალელის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე დღემდე ყველაზე მეტი ნეანდერტალელის ნაშთების ნიმუშია აღმოჩენილი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ეს რიცხვი დაახლოებით 80 ინდივიდს შეადგენს,[2] ხოლო სხვების მოსაზრებით ეს რიცხვი 27-ა.[3]
კრაპინის მუზეუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ არქეოლოგიური ძეგლის მახლობად პირველი მუზეუმი 1952 წლის 10 მაისს გაიხსნა, რომელსაც კრაპინას მემკვიდრეობის მუზეუმი ეწოდებოდა. მასში წარმოდგენილი იყო რეგიონის ისტორია დაწყებული პრეისტორიული ნეანდერტალელის აღმოჩენებით და დასრულებული მეორე მსოფლიო ომის დროს იუგოსლავის პარტიზანების მოქმედებებით. 1966 წელს დაემატა ორი ახალი სექცია, სადაც დოქტორ ლიუდევიკის და ეთნოგრაფიის სექციები იყო წარმოდგენილი. იმ პერიოდში არ იყო ცალკე ნეანდერტალელისთვის მიძღვნილი მუზეუმი.[4]
პსეციალური მუზეუმის გახსნის იდეა პირველად 1999 წელს დადგა. არსებული კონსტრუქციის გადაკეთება უფრო ძვირი ჯდებოდა ვიდრე ახლის აშენება, შესაბამისად სრულიად ახალი მუზეუმის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო.[5]
ახალი მუზეუმის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. შენობა აშენებულია პატარა ბორცვზე. მისი წინა ფასადი უმეტესად შუშისგან შედგება. შენობის შესასვლელი იხსნება ნაცრისფერი ბეტონის დიდ ოვალურ ატრიუმში, რომლის საპირისპიროდაც არის ფართო ეკრანი, სადაც უწყვეტად გადის დოკუმენტური ფილმები კრაპინას ნეანდერტალელებზე. მეორე სართულზე ასასვლელი წრიული ფორმისაა, მუზეუმის ნიმუშები განთავსებულია როგორც ღია სივრცეში, ასევე მოხატული კედლების გასწვრივ.[6]
მატერიალური კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ არქეოლოგიური ძეგლის ას წლიანი კვლევის პერიოდში აღმოჩენილია 1191 ლითური არტეფაქტი. როგორც გორიანოვიჩ-კრამბერგერმა განსაზღვრა მათი მოპოვება ათივე გეოლოგიურ დონეზე მოხდა. ქვის იარაღები ყველაზე ხშირად მესამე და მერვე დონეებზე მოიპოვებოდა. ამავე დონეებზე ხდებოდა ადამიანის მსგავსი მაიმუნების (ჰომინიდები) ძვლების ნამარხი ნაშთების პოვნა.[7]
ფრანსუა ბორდეს მიერ ჩამოყალიბებული შუა პალეოლითის ტიპოლოგიის მიხედვით კრაპინის ეს ლითიური ჯგუფი, იქ მოპოვებული სხვა და სხვა ინსტუმენტების მიხედვით, შესაძლებელია მუსტიეს კულტურას მიეკუთვნოს. აღმოჩენილ ინსტრუმენტებში დომინირებს სკრაბერები. ზემო პალეოლითის ხანის ტექნიკით დამუშავებული საგნები, როგორიცაა ლევალოის ტექნიკა, ნაკლებად მოიპოვება. იარაღების წარმოებაში გამოიყენებოდა ქვის ექვსი ტიპი: ვულკანური ტუფი, სილიფიცირებული ტუფი, კაჟის ფიქალი, კვარცი, ოპალი და ხალკედონი. ასევე გვხვდება ეფუზიური წარმოშობის ქვებიც. ყველაზე ხშირად (დაახლოებით 65% შემთხვევაში) ტუფია გამოყენებული, ხოლო დაახლოებით 23%-ის შემთხვევში გამოიყენებოდა კაჟის ფიქალი.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Simek, Jan F.; Smith, Fred H. (1997). „Chronological changes in stone tool assemblages from Krapina (Croatia)“. Journal of Human Evolution. 32 (6): 561–562. doi:10.1006/jhev.1996.0129. PMID 9210018. ციტირების თარიღი: 18 January 2021.
- ↑ Cofran, Zachary; Boone, Madeleine; Petticord, Marisa (January 2021). „Virtually estimated endocranial volumes of the Krapina Neandertals“. American Journal of Physical Anthropology. 174 (1): 117–128. doi:10.1002/ajpa.24165. PMID 33111974. ციტირების თარიღი: 18 January 2021.
- ↑ Arsuaga, Juan-Luis; Bocquet-Appela, Jean-Pierre (March 1999). „Age Distributions of Hominid Samples at Atapuerca (SH) and Krapina Could Indicate Accumulation by Catastrophe“. Journal of Archaeological Science. 26 (3): 327–338. doi:10.1006/jasc.1998.0370. ციტირების თარიღი: 18 January 2021.
- ↑ Kozina, Antun (1976). „Krapina : otvoren Muzej revolucije u Krapini 8. svibnja 1975“. Informatica Museologica. 7 (1–2): 1–2. ციტირების თარიღი: 18 January 2021.
- ↑ Radovčić, Jakov; Kovačić, Željko (2002). „KAKO U HRVATSKOJ GRADITI NOVI MUZEJ“. Informatica Museologica. 33 (3/4): 39. ციტირების თარიღი: 18 January 2021.
- ↑ Cukrov, Ana (September 2018) Muzej kao simulakrum na primjeru Muzeja krapinskih neandertalaca, გვ. 22–25.
- ↑ Simek, Jan F.; Smith, Fred H. (1997). „Chronological changes in stone tool assemblages from Krapina (Croatia)“. Journal of Human Evolution. 32 (6): 565. doi:10.1006/jhev.1996.0129. PMID 9210018. ციტირების თარიღი: 18 January 2021.
- ↑ Simek, Jan F.; Smith, Fred H. (1997). „Chronological changes in stone tool assemblages from Krapina (Croatia)“. Journal of Human Evolution. 32 (6): 566. doi:10.1006/jhev.1996.0129. PMID 9210018. ციტირების თარიღი: 18 January 2021.